Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – მე ჯეკი ვარ

In Uncategorized on July 7, 2010 at 10:14 pm

უადღე, 
ისეთივე, როგორც ოცი წლის წინ. 
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დედაჩემი, 
მამაჩემმა მიახრჩო, 
საწყალი მამაჩემი, ძალიან მიყვარდა, სახლიდან ისე წავიდა, არც დაუბარებია სად მიდიოდა, მკვდარი იპოვნეს ტემზაში, ცოტა ვიტირე კიდეც. 

მარტო დავრჩი.. 

მე უფრო მეტი ჭორფლი მაქვს სახეზე ვიდრე ვინმე სხვას, 
მე ჯეკი ვარ. 

ჩემი სკოლა, 
ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ღარიბები დაძრწიან, ყველას დიდი ტანსაცმელი აცვია და  ბოზი დედა ელოდება სახლში.

ეს პოლია, 
პოლს საერთოდ აქ აქვს ჭორფლი, იმდენჯერ მცემა დამვიწყდა კიდეც რომ ჩემი ძმაა. 

ამ ეზოში პირველად ვნახე ქალის შიშველი მკერდი, 
ყველას უყვარდა მის ადელაიდა, ჭეშმარიტი კათოლიკე, ასე თვლიდა მამა რენუარი, ის ხომ ყველაზე ხშირად უსწორებდა საცვლებს ჩემს ქერა მასწავლებელს. 

ახლაც შუადღეა, მე კი ჯეკი ვარ, 
პოლი არმიაშია, ჩაის ჭიქა ისევ ბოლომდეა სავსე, მე მაინც დავტოვებ ნახევარს. 

“დაიკარგა შავი ტერიერი, მპოვნელი დასაჩუქრდება,-  მის მარგარეტ ჰოლი” 


-მის ჰოლი, მის მარგარეტ ჰოლი ბრძანდებით? 
თქვენი ტერიერი ვიპოვნე, დიახ შავია,  8 საათზე ჰაიდ პარკთან, ნუ დაიგვიანებთ, შევთანხმდით… 

“დღეს ლონდონში იწვიმებს, ქუჩაში ისევ დაძრწის ვირთხების მეგობარი, ღმერთი გფარავდეთ.” 

-თქვენ გეშინიათ მისი? 
-არა, არ მეშინია, რას ერჩის საბრალო ტაქსის მძღოლს. 
-მართლაც რას ერჩის, მართლაც არაფერს.. 
-სად მივდივართ? 
-ვიგმორ სთრითზე, ჰაიდ პარკთან. 

ბაღი, რომელიც სავსეა ჩემნაირი მათხოვრებით… 

ქუჩა დაიღალა დღით, ისვენებს, მარტო მთვარე, ისიც ჩუმადაა… 

ლამაზი გოგონა, 
როცა პირველად შევხედე,  თვალები უცინოდა კარგის მოლოდინით, 
ბოლოს, 
ორივე დავრწმუნდით რომ იმედი ყოველთვის ცრუობს. 


ჩემი მაჩეტე იქვე გავწმინდე, ლონდონში წვიმდა, ტერიერი ხის სკამთან ფსამდა… 


პოლი ომში მოკლეს, 

მე ჯეკი ვარ, 
დილის გაზეთისთვის ხურდა მჭირდება. 

გუშინ მიხაკები მივიტანე მამა რენუარის საფლავზე..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: