Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – ლოცვა არაბულად

In Uncategorized on December 28, 2010 at 9:19 pm

დარჩენილი საჭმელი გამორთულ მაცივარში და,
მაგნიტით მიმაგრებულ ქაღალდზე,
მარჯვნიდან მარცხნივ,
ინგლისურად წაწერილი:
“დღეს ავფეთქდები..”

აჰმადი გაიზარდა აქ,
არაბულად მხოლოდ ლოცვა და,
რამდენიმე სიტყვა იცის,
ისიც წიგნებიდან…

ყოველ დილას,
მაშინ როდესაც მექა ეძახის,
საგულდაგულოდ გაშლილ
სპარსულ ხალიჩაზე,
ლურჯი ჯინსებით დამდგარი,
ჩუმად ბუტბუტებს,
შეჩერებული იორდანესავით ლამაზ,
ხუთი სიქველის სადიდებელს:
“რწმენა,
სიყვარული,
ერთგულება,
თავმდაბლობა,
სიმამაცე”…

ბავშვობის მეგობრები,
ცოლებით,
ქმრებით,
შვილებით,
მშობლებით,
ყველა ერთად დადის,
იელოუსტონში, ტრადიციულ პიკნიკზე….

აჰმადი მათთან არ არის,
დღეს…
ლარაც სახლში დარჩა,
მაცივარზე მიკრულ წარწერას,
მაშინ შეხედა როცა ჩაიდნიდან,
ცხელი წყალი გადმოუვიდა…

სუნთქვა თითქოს იმისათვის გააჩერა,
რომ წამით, იმაზე მეტი ეფიქრა, ვიდრე შეეძლო,
მაინც ვერ წარმოიდგინა,
რა უნდა ექნა, უვნებელ შავგრემან ბიჭს,
რომლისგანაც ჩასახული პატარა,
უკვე ურტყამდა ფეხებს ამერიკულ მუცელს…

ტელევიზორში მხოლოდ კვამლია,
მეზობელი ხმამაღლა უსმენს ბილი ჯოელს,
კაცი თეთრებში, გრძელ თითებს ისვამს ჭაღარა წვერზე,
ისიც აქ სწავლობდა…

ვერავინ, ვერსად, ვერასდროს გაიგებს,
რა მოხდა მაშინ,
როცა ყველა ერთად,
იელოუსტონის ჩრდილოეთში,
მოთხვრილი ხელებით ჭამდა,
აჰმადის ნაყიდ სოსისს…

მე სკოლაში მივდიოდი,
როცა ეს ამბავი პირდაპირ ეთერში ვნახე…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: