Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – Black n Red

In Uncategorized on December 28, 2010 at 9:41 pm

ყველაფერი წითელი და შავია…

რატომღაც მაფიქრებს გამოუცდელი თვალების სიმშვიდე,
ფიქრებში ჩაძირული უმანკო ცნობიერება…
სანამ გარეთ ცივა, ჩვენ ვახერხებთ ვიყოთ მეგობრები,
გიყურებ და ვხედავ საკუთარ თავს,
ეგოისტური სიხარბით მოვდივარ შენკენ,
არ შეგიძლია უკან დახევა, არც ნაბიჯის გადადგმა,
წინ,
იქ, სადაც ჩემი სუნთქვა, შემაწუხებლად მოქმედებს,
“არაფერს” მიჩვეულ აურაზე…

ყველაფერი წითელი და შავია…

დგახარ ორ სამყაროსა და ჩემს შორის,
წასული მამის და ფიქრებით დამძიმებული წარსულის დასავიწყებლად,
სამუდამოდ უარობ დედის სითბოს,
ვერ ხვდები რა რთულია ბასის ხმაზე ქვითინის გარჩევა,
ან ცხვირიდან წამოსული ცხელი სისხლის შეკავება,
ჩვენგან მოშორებით, ვიღაცები ხმაურობენ,
მე ისევ გიყურებ…

წითელი და შავია ყველაფერი…

მომაბეზრებლად მეჩვენება,
გაფანტული გონება და სიგარეტის კვამლი,
სადღაც გამირბის კარს მიღმა დარჩენილი სამყარო,
ვეღარ ვაყურადებ სხვების ლაპარაკს,
გამომრჩა რას ეუბნებოდა მეგი ჯეკს,
ჩახუტებული წყვილი,
ბოთლი კოკა-კოლით იცხრობს ვნებას…

წითელი და შავია ყველაფერი…

გარეთ სიცივეა,
მე და შენ ისევ ვმეგობრობთ,
რამდენიმე სიმღერა დარჩა და,
იქნებ სადმე,
გასასვლელთან მაინც გავიგო შენი სახელი.

ყველაფერი გაშავდა,
ზოგჯერ წითელიც….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: