Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი- CCCP- 30

In Uncategorized on December 28, 2010 at 9:09 pm

მე გადმოვვარდი ციდან,
მოსახვევებში სხვებთან ერთად ვიცვლი ტრაექტორიას,
აღარ არის ჩვენ დროს ბალახი, მხოლოდ მიწა, ან ასფალტი …
ხელებს იქნევს სარეცხი აივნიდან ,
ჯიბეში მობილური ტელეფონი და მზესუმზირის პაკეტი მიდევს,
ვხუჭავ თვალებს,
ისე მაგრად რომ უკუნეთი სიბნელე სინათლით იცვლება,
ხორკლიანი საგნების მთელი წყება ჩადის, ხელიდან – მუცელში ,
ისევ გამიძლიერდა ასთმის შეტევა ,
ინჰალატორიანი ჩანთა იმედებს მიათკეცებს,
ცოტა მაწუხებს ჭარბი შაქარი ,
ვხვდები, დიდ ხანს ვერ გასტანს უბილეთობა,
წამწამებიდან, წამოყოლილ თოვლს ვიშორებ,
იქ წარსულია,
წინ – უპირობოდ ცუდი მომავალი,
რამდენ რამეზე ვიფიქრე,
მაგრამ მთავარი ჰომოფობიაში გადასული ქსენოფობიაა,
გონებაში გულის ჩატევა ისევე რთულია,
როგორც წყევლის პოზიტიურ ცნებებთან დაკავშირება,
ათასი მეტრი დარჩა,
ვხედავ ცისფერ ჩაფხუტიანებს და სიწითლეს,
რომელიც შარავანდედად დაყვება ყველას…

გამარჯობა! მე ატომური ბომბი ვარ..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: