Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – Nabucco ჩემი სიყვარული

In Uncategorized on December 28, 2010 at 9:12 pm

არასდროს დამავიწყდება,
გიყურებდი თვალებში, ვხვდებოდი დაიღალე…
შენ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა,
დადიხარ დაბერებულ უბნებში და არიგებ გაზეთებს,
ზოგი გიღიმის, ზოგს აღიზიანებს შენი თვალები…

ისევე ვგრძნობ, როგორ ავედი აივნიდან სახურავზე,
როგორ გადმოვაგდე ქუდი და დავიწყე სიმღერა,
ეს არ იყო წინასწარ, ან იმ წამს მოფიქრებული,
თითქოს მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამისთვის…

(ვერ გამიგებენ)

შენ მომიტანე საღამოს გაზეთი, რომელიც უკვე წაკითხული მქონდა დილას,
ის (რაღაც) გულიდან მოდის და ხელების ცახცხახით გადაეცემა ყველას,
მაგიდის გადასაფარებელზე ვხედავდი ძველი მელნის კვალს,
ჩვენ, პატარები, ერთად ვწერდით პირველ სიმბოლოებს,
ერთად ვანაწევრებდით სამყაროს, რომელიც ისეთი ახალი იყო,
როგორიც არაფერი მას შემდეგ…

დრო,
თითქოს ერთია ყველასთვის,
მაგრამ მაინც დიდია ტყუპებიდან ერთ-ერთი,
მჯერა რომ, ფანქარი ხატვის დროს ხდება ფანქარი…

ყავაზე დაგპატიჟე დღეს…
თითქოს გეუცნაურა, სადარბაზოს კიბესთან ბევრჯერ გაგვიხსნია ლიმონათი …
ნაოჭები გაგიჩნდა თვალებთან,
ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ვხვდებოდი რომ შენი ქერა თმა,
ურცხვად იფარებს ჭაღარას…

ყოველთვის მიგებდი ჭადრაკში,..
მე მუდამ პირველი ვიყავი სადილის რიგში,
როცა ომი დაიწყო, სამჯერ წავიკითხე ეპისტოლე დიოგნიტესადმი,
მერე ჩავრთე ეს წყეული რადიო,
თითქოს რაღაცას აცხადებდა, თან მკაფიოდ მესმოდა,
ათასობით ადამიანის ტირილი,
თითქოს შენც იყავი, ჩახშობილ ტალღებში…

ყავაზე დაგპატიჟე დღეს…

თითებზე გაკვირდებოდი და ვხედავდი,
რამდენი ჭუჭყი გროვდება ფრჩხილებში დილიდან საღამომდე,
მე კი, სიცოცხლიდან სიკვდილამდე მხოლოდ თმის დავარცხნას ვახერხებ…

შენ დადიხარ ქუჩაში, ყიდი გაზეთებს,
მე კი პირველად გავბედე ავსულიყავი სახურავზე და მემღერა ჩვენი სიმღერა,
ის ნამდვილად არ გამოდგება ამბოხის ჰიმნად,
უბრალოდ,
მე არ ვიცი შენი მისამართი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: