Jerald Newman

მკვდარი წერილი

In Uncategorized on July 20, 2012 at 4:36 pm

შემეცოდა, არ მინდოდა თვალებში ჩამეხედა, მაინც დავინახე ცრემლი…
ამ შემთხვევაში, ალბათ რთულია ჩემი დადანაშაულება, რადგან ის უბრალოდ თევზი იყო…
ძაღლები ყეფენ, მე სარკეში ვიყურები და ვხედავ როგორ მცვივა თმა, მიხდება წვერი, მართლაც შესანიშნავი იყო ცივი საწებელი…
ჩემთვის მოამზადე, ცხარე გემომ დამავიწყა სინდისის ქეჯნა , ვერცხლის ჭურჭელი საჯალათე ინსტრუმენტად რომ არ გადაქცეულიყო, ხელით გადავწყვიტე მეჭამა, ხელსახოცები წინდაწინ მოვიმარაგე…
რამდენიმე გირვანქა, უგულოდ დავხარჯე შაბათის ბაზრობაზე, არ ვნანობ, შენი თვალები საშინლად მეუცნაურა მაშინ…
დღეს ციფრებს ვუყურებ, წითელ ფიგურებს ვხატავ კურიერის მოტანილ ქვითრებზე…
ისევ წუწუნებ, მერე რა, რომ მე ვერ შევასრულე ჩემი მილიონიანი დაპირება, სამაგიეროდ ჩვენს მაცივარში მუდმივადაა გამაგრილებელი სასმელი, წარმოიდგინე იდეა, რომლისთვისაც კვდებიან ომში…
რა სასაცილოა ყველაფერი, ისტერიკის ფონზე, სადაც არავინ იცის როდის დასრულდება, ან საერთოდ დაიწყო თუ არა ის, რის გამოც ღირს ცხოვრება…
გახსოვს როგორ გავაყოლე ჩემი ბავშვობა თეთრ კოკერსპანიელს როგორ ვთხრიდი საფლავს ცენტრალურ პარკში, თან ისე, რომ არავის ენახა ტომარაში მოთავსებული ჩემი მოხუცი მეგობარი? საღამოს, სახლში მოსულმა პირველად, ხო, სულ პირველად წავიკითხე ლოცვა, სადაც საკუთარი თავის გარდა სხვაც მოვიხსენიე, ეს სხვა არ იყავი შენ…
არა, ვიცი არ გეწყინება, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუ ვინმეზე ვზრუნავ შენ ხარ და არ მინდა ჩემი შენდამი ამაგი, ვინმეს გავუნაწილო, თუნდაც ღმერთს….
დავდივარ სკოლაში, ვცდილობ ბავშვებს ავუხსნა ის, რაც მეც არ მესმის კარგად, ბევრი ხვდება (საზრიანები და ამავდროულად სასტიკები არიან პატარები, ალბათ ადამიანის ბუნებაა ასეთი) , მეკითხებიან იმას რაზეც არ მაქვს პასუხი, ვეძებ მწერებს ჩალისფერ ფარდებზე, ვითვლი ათამდე და ვტუქსავ ჩასუქებულ ბერნს, სხვები ხითხითებენ, მე მიხარია რომ ყურადღება სხვა თემაზე გადავიტანე…
ვზივარ და ვფიქრობ, ნუთუ ვერაფერი ვისწავლე….
ფანჯრიდან გიყურებ, ვხედავ როგორ შემოდიხარ სადარბაზოში,საოცრებაა წერილის მაგია, თითქოს აკავშირებს დროსა და სივრცეს, აზრს უკარგავს მანძილებს, არღვევს პიროვნულ საზღვრებს, სამყაროებად ყოფს რეალობას, რომელიც იმდენად ყოვლისმომცველია, ზოგჯერ ღამეები არ ყოფნის გასააზრებლად უბრალო ადრესატს. შენ ისევ დაკიდებ პალტოს საკიდზე, რომელიც ერთად ვიყიდეთ, შემოხვალ მისაღებში დაისხავ რძეს,
მაგრამ
მე აღარ ვიქნები აქ,
დაგელოდები, ვიცი, შენ იქნები ჩემი ალიბი…

ჯერალდ ნიუმანი,
ბანგკოკი, ტაილანდიმკვდარი წერილიImage

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: