Jerald Newman

ძველ ჩანაწერებში ნანახი ახალი

In music on September 2, 2012 at 10:36 pm

როცა პატარა ვიყავი ჩემი საყვარელი სიმღერა იყო ლედ ზეპელინის “როკ ენ როლ,” ჩანაწერი, რასაკვირველია სახლში იყო გაკეთებული, ალბათ რამდენიმე ათას სხვა ეგზემპლართან ერთად, შესაბამისად, არანაირი სტუდიური ნიშანი არ ჰქონდა, ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი, პლანტი მღეროდა და ბოლოში დრამის მოკლე სოლოსაც ბონემი ჯადოქრობდა.

რამდენიმე თვის წინ მომინდა ძველი მაგნიტოფონის გაცოცხლება, გადმოვალაგე “ბაბინები” და კიდევ ერთხელ მოვუსმინე “ლოვლი ლოვლის” (ასე ვეძახდი სიმღერას როცა პატარა ვიყავი), გამაოცა სიმღერის ტემპმა, შესრულების მანერამ და გადავწყვიტე ჩანაწერის ციფრული ვერსიის პოვნა. ვერანაირად მივხვდი რომელი წლის კონცერტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ინტერნეტში უიმედო ხეტიალის შემდგომ, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი.

გავიდა ხანი და “ნაგავში” ქექვისას შემთხვევით ჩანაწერის მეორე მხარე ჩავრთე, რომელსაც რატომღაც არასდროს ვუსმენდი;  იგივე ხმა მღეროდა, არადა, შესრულებული სიმღერა რომ ლედ ზეპელინის არ იყო ამაში ეჭვიც არ შემპარვია. ტექსტი “შევიცანი” და გუგლში ასევე ჩავწერე:

When I heard you play I knew your
Name should be changed
We’re all dog panicked and you are to blame
Everybody ought to call you
Bebe le strange
You look so insane
We gave you a name
Bebe le strange!

საძიებო სისტემამ მამცნო რომ ტექსტი ეკუთვნოდა ჯგუფ “Heart” – და ერქვა “Bebe Le Strange” – რომელიც ამავე სახელწოდების ალბომში იყო შესული. ბუნებრივია, არ დავაყოვნე და იუთუბზე შევედი შემსრულებლის სანახავად, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ მღეროდა ქალი  (http://en.wikipedia.org/wiki/Anne_Wilson) და თანაც ტურნეში ცოცხლად სრულდებოდა ქავერი ლედ ზეპელინის სიმღერისა “როკ ენ როლ,” სწორედ ის ლაივ ვერსია, რომელიც ჩემს ძველ ჩანაწერში იყო.  სასიამოვნო მიგნებით გახარებულმა, მთლიანად გადმოვწერე კონცერტი რომელშიც ნამდვილად იგრძნობა ხარისხიანი, ძველი და კარგი როკ მუსიკის ხმაური.

მე დღესაც მგონია, რომ “Heart”  ის ვერსია ორიგინალს ჯობია, შეიძლება იმიტომ რომ ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება, მაგრამ თქვენ კი, ნამდვილად გირჩევთ: თუ არ გაქვთ მოსმენილი, მოუსმინეთ ან ჯგუფს!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: