Jerald Newman

კუბი

In Uncategorized on September 12, 2012 at 8:47 pm

უცილებელია რამდენიმე მოძრაობით ავაწყოთ…
მე და ბატონი რუბიკი დიდ ხანს ვბჭობდით ფერებზე,
შავი ვერ იქნება გენიალური მთელის ნაწილი,
არ მინდა სადმე გამორჩეს უპრეცედენტო რეალობა…

რამდენჯერმე გადავხედე მოხუცს,
ვერ წარმოედგინა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ,
არც მახინჯი დემონების ეშინოდა,
არც საყვირის ხმის, რომელიც ჯოჯოხეთში მიერეკებოდა სულებს,
კითხულობდა პოლიტიკურ პოეზიას და დასცინოდა ავტორებს,
ყავას მხოლოდ იმიტომ უკვეთავდა, რომ არ უყვარდა ჩაი,
ღრუბლიან ცაზე ისეთივე გულანთებული საუბრობდა,
როგორც მეკობრეებზე სომალის ყურეში,
არ ფიქრობდა იდეებზე, არ ესმოდა ცნებები,
არ სჯეროდა კეთილი ადამიანების, ვერ ხედავდა ბოროტებს,
ხელები უკანკალებდა წიგნის ფურცვლისას,
მხოლოდ მაშინ უსველდებოდა თვალები,
როცა დოკუმენტური ფილმები გონებას უღლიდა.
არ ნახულობდა სიზმრებს, არ განიცდიდა სიხარულს,
აგონდებოდა ბავშვობა, სოფელი, ფერმა,
თხრილში ჩავარდნილი სატვირთო მანქანა,
ბევრი უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ არაფერი ისეთი,
რასაც შეეძლო მისი სქელი და დაბურული ლინზების შეცვლა…

მაგიდაზე დაყრილი ნივთები:
საფულე, საათი, გასაღებების ასხმა და ჩალისფერი კონვერტი,
სრულებით არ აფუჭებდა სამუშაო გარემოს,
სატელიტური ანტენები, ოცდამეერთე საუკუნის მთავარი მოფუსფუსე არსებები,
გარშემო გვივლიდნენ და მეფისტოფელის შეტყობინებებს ღრმად გვინერგავდნენ თავში,
ქუჩაში შესცივდა წყვილს…
კნუტ ჰამსუნმა დაასრულა ბოლო წიგნის წერა,
ჯონ სტიუარტ მილი განაგრძობდა ალქაჯების დაცვას,
აბუ გრეიბში აწამებდნენ პატიმრებს,
ჩვენ ვქილიკობდით დემოკრატიაზე,
ხელი ჩამოვართვით შავებში ჩაცმულ კაცს და
საბოლოოდ განვიზრახეთ პრობლემის გადაწყვეტა….

ლუციფერმა გადაიხადა ჩვენი ანგარიში….

სტოკჰომლის ერთ ცივ კუთხეში,
დავრჩით მე და რუბიკი,
სავსე ყავის ჭიქებით და კუბით,
დანამდვილებით ვიცოდით აღარ გვჭირდებოდა შავი,
დღესაც დავდივართ და გავიძახით:
“ის არ არსებობს!”
არ არის რთული ხალხს საკუთარი აზრი ისე გადასცე,
საკუთარი ეგონოს…..

ავტობუსს ელოდება,
კაცი შავებში…..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: