Jerald Newman

პოლიტიკა და ვისკი

In Uncategorized on September 21, 2012 at 2:48 am

ვისკის ბოთლი, ლამაზია…

ვუყურებ,ვანჯღრევ, ვხსნი,  ვყნოსავ, ვიღებ საგულდაგულოდ შერჩეულ ჭიქას და ვასხამ, მიუჩვეველი ვარ და რთულია დალევა, ჯერ პირს –  მერე ყელს წვამს, ცოტა ხანს ვიყურები მარცხნივ, მარჯვნივ, ან სულაც მონიტორს ვაშტერდები… 

ვასხამ კიდევ ერთს, ვამატებ ყინულს, ყელის წვა ნაკლებად ვიგრძენი, თითქოს საფეთქლები გამიბუჟდა, ჩადის ყელში და ისევ ვაშტერდები მონიტორს, მიჭირს ასოების გარჩევა… 

“ორჭიქიანი” არ გეგონოთ, უბრალოდ ყველა სხვა ჭიქა გამოვტოვე და ვიღვიძებ ჩემს საწოლში, სულ ოდნავ მტკივა თავი, სამაგიეროდ გული მაქვს მშვიდად…. 

მთელი ამ პროცესის მანძილზე რომ ჩამოვთვალო რა მესიამოვნა, ალბათ ბევრი არაფერი, გარდა ლამაზი ბოთლისა და გაბრუებისა რომელმაც მშვიდ და ღრმა ძილამდე მიმიყვანა… უარყოფითი მეტი იყო; შევითხელე საფულე, დავიწვი ყელი, აღარ მახსოვს…..არაფერი, რაც ნივთიერად (ან განივთებულად) არ აისახა ჩემს ყოფაზე, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ… 

დღეს მაღაზიაში ისევ ვიყიდე, ერთი ბოთლი ვისკი… 

უკვე “პონტია” უბანში ბიჭები მოწამლულ არაყს სვამენ და მე….

მე ასევე განვაგრძობ მთელი ცხოვრება, სხვის დასანახად, თავის მოსატყუებლად, ან რატომ? ბოლოს და ბოლოს….. ვისკია

ასეა პოლიტიკაც…

რა საოცრად მიმზიდველია წითლებში გამოწყობილი არც თუ ბრგე ვაჟკაცი, რომელიც მიუხედავად თავისი სიმაღლისა ციდან მოწყვეტილი პრომეთესავით ცდილობს აუხსნას ხალხს, საიდან მოიტანს ჩირაღდანს წვიმიან ამინდში, თან ისე რომ ამით არც ზევსი გააბრაზოს და არც პოსეიდონი…. 

განა არ გაგიკვირდებათ როცა ერთ კეთილსინდისიერ კაცს, ჯერ კიდევ 2003 ში უთქვამს ყველაფერი, ამქვეყნიური ავისა თუ კარგის შესახებ, ჩვენ კი თვალხილული ბრმად შევრაცხეთ და ალბათ ეს მიკერებული სიბრმავე სიკვდილამდე წაჰყვება თან… სიმართლე სინათლეა, მოთმინება გონიერებაო…. – ამბობენ… 

გულახდილად ვიტყვი, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში ბანკების საინკასაციო ჯგუფები; წარმოიდგინეთ, ბანკომატთან ჩერდება მწვანე ზოლიანი ავტომობილი, ხტება რამდენიმე კბილებამდე შეიარაღებული ჩაკუნთული ტიპი და ტომრებით ეზიდება ფულს, რათა ხალხს დაურიგოს,  განა არ არის ეს სურათი ამქვეყნიური ძალაუფლებისა, თავისი ეპოპეითა და აპოთეოზით? რა გასაკვირია, რომ მოკვდავს, რომელსაც ეს ყველაფერი აქვს, ლაპარაკიც არ სჭირდება ჩემნაირი მოქალაქეების მისამხრობად… (უფრო მაღალი დონის მოქალაქეებისთვის ფსიქოანალიზის ლექცია ხვალ 3.00 სთ ზე) 

 

რამდენიმე რაღაც მაღიზიანებს ცხოვრებაში ყველაზე მეტად; ამ გამაღიზიანებლებიდან ზოგი ობიექტურად კარგია და კარგ ემოციებს იწვებს სხვებში, ზოგი ცუდია, მაგრამ მაინც კარგ ემოციებს იწვევს სხვებში, არსებობს რაღაცები რაც ყველასთვის საძაგელია… მაგალითად; ესპანეთის ნაკრები ფეხბურთში, ყველამ იცის რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ მე დასანახად ვერ ვიტან, ნიჰილიზმს და უიმედობას იწვევს ჩემში ულვაშებიანი დელ ბოსკე და ჩავი – ინიესტას ყელში ამოსული პასები, დაახლოებით ისე, აი, ჯორდანმა რომ მოაბეზრა ხალხს თავი…  მეზიზღება პოპ მუსიკა, ვთვლი დიდი ბოროტებაა  შვილი გაიმეტო ამ ერთუჯრედიანების ზეიმისთვის, როცა ამდენი მნიშვნელოვანი რაღაც იქმნება ქვეყანაზე (თუ არ იქმნება შეიქმნა), ფაქტი კი ისაა, რომ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა პოპი იმიტომ არის პოპი რომ ჩემზე ბევრი ადამიანი უსმენს…  და ბოლოს, რაც ყველას გვეზიზღება ძვირფასო მეგობრებო ნეხვია, ვის უყვარს ნეხვი? არავის ? ბუზებს უყვართ ნეხვი…..  

 

ალბათ გაგიჩნდათ ლეგიტიმური კითხვა, კი მაგრამ ვისკი რა შუაშია, ავტორს რაღაც ხომ არ აქვს დალეულიო…..

ვისკის მაგალითი იმიტომ დამჭირდა რომ მენახებინა, როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი ნეხვში…. ხო, ხალხია ნეხვში, ისე ნეხვი შეიძლება სასუქადაც ვიხმაროთ….

შეხედეს პატარა ბიჭებმა ჭაღარა ბაბუს, მიხვდნენ რომ კარგი იქნება ჩაის დალევა ლითონის (ნუ მე ასე მახსოვს) ჭიქიდან, ლამაზად ჩანდა ტრიბუნა გარედან, გადაჰკრეს ერთი, ორი, სამი, აღარც ახსოვთ როდის რამდენი…. რამდენი ყელიც ჩაეწვათ, იმდენჯერ ჩაამატეს ყინული, უყურებდნენ ხალხს, ხედავდნენ ერთს ორად და ორს ერთად, სხვისი ორი ერთი იყო, ამათი ერთი ორი, იგებდნენ არჩევნებს, აბოლებდნენ ბრბოს, იღვიძებნენ კმაყოფილები და მოითხოვდნენ მეტს, მათაც უნდა ენახათ, ვინც უბანში მდგომი ჭიქა არაყს შენატრის… დაიწყეს იმის კეთება, რაც მანამდე თავს ატკივებდათ, მოხვდნენ ერთად, ერთ მაგიდასთან და მიხვდნენ რომ ყარდნენ… გვიან იყო, ვისკის მსმელები ხომ ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ არ ანებებენ სასმელს თავს, რომ ტრადიცია აქვთ ასეთი… 

ბუზები გარშემო ტრიალებენ ( გაიხსენეთ კომკავშირი) ….

 

ერთ მშვენიერ დღეს, მივდივარ ჩემი მშვენიერი ვისკის ბოთლით ხელში, უბანში ბიჭები ცუდად იყვენენ არყის სმით, დამინახეს და წიხლქვეშ გამიდგეს, იმის გამო რომ მათ დასანახად, მსუყე სასუსნავს სახლისაკენ მივაცუნცულებდი…… 

და დასასრულს, მინდა განახოთ ერთი მოზრდილი ბუზის ილუსტრაცია, რომელიც თურმე ნეხვის ჭამას შეეშვა და განსაწმენდელში გადაეშვა ფეხებით:

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: