Jerald Newman

რატომ არ დაბრუნდება ძველი დრო

In politics, Uncategorized on September 24, 2012 at 2:26 pm

ხშირად მოისმენთ და ალბათ არა შემთხვევით, რომ თუ კოალიცია “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველოში დაბრუნდება ის შავ-ბნელი პერიოდი რაც ოთხმოცდაათიანებში იყო.

მართლაც შემზარავი სურათია, ჩაბნელებული საქართველო, დამწვარი საბურავები ქუჩებში, ყაჩაღები მიწისქვეშა გადასასვლელებში, ამირანივით მიჯაჭვული ავტომობილები იმის შიშით რომ არავინ მოიპაროს, ვიტალი ხაზარაძე….

ქალაქის მაყურებელი, უბნის მაყურებელი, ქუჩის მაყურებელი, სკოლის მაყურებელი, ტუალეტის მაყურებელი და საერთოდაც ყველაფრის მაყურებლები დაბრუნდებიანო… ბავშვებს ქუჩაში ვერ გავუშვებთ სტუმრებს სახლში ვერ შემოვუშვებთო….

ცხადია, უმთავრესად, ძველი დროის დაბრუნებაში, იმ საზოგადოებრივი სისტემის დაბრუნებას გულისხმობენ, რაც ადრე იყო… ანუ, ქურდული მენტალიტეტი ყველა სარკმელში….

ამ ნაწერით გეტყვით, რატომ მეჩვენება აბსურდულად, ცისფერი ცის კვლავ შავად შეღებვა…

რატომ იყვნენ ქურდები, ქურდები და რატომ ჰქონდათ მათ ამხელა ძალაუფლება?

ხშირად გაგვიგია, რომ ე.წ ორთოდოქსი კანონიერი ქურდებისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო, შეურიგებლობა და არ დამორჩილება იმ წესებისადმი, რომელსაც მთავრობა ამკვიდრებდა, ქურდს არ უნდა ჰქონოდა სამსახური, მისამართი არ უნდა ჰქონოდა ოჯახი, უნდა ეზრუნა საკუთარ გარემოცვასა და მომავალი თაობის აღზრდაზე, რომელიც ქურდულ ტრადიციებს გააგრძელებდა… ეს ყველაფერი ისე იყო დაწერილი როგორც საბჭოთა კონსტიტუცია და ასევე სრულდებოდა…      სინამდვილეში, ქურდები, სწორედაც რომ მნიშვნელოვან სამთავრობო დასაყრდენს წარმოადგენდნენ, ისინი არა მხოლოდ ემორჩილებოდნენ კანონებს, მათთვის იწერებოდა ეს კანონები, ისინი აკონტროლებდნენ მათაც ვისთანაც მთავრობას ხელი არ მიუწვდებოდა, საბჭოთა კავშირის ტოტალური კონტროლისთვის, მისწრება იყო ქუჩური, მართვადი წესრიგი…

პერესტროიკის შემდეგ ვითარება შეიცვალა, საბჭოთა ქონების პრივატიზებამ გამოიწვია ბრძოლა გავლენებისთვის სხვადასხვა სფეროში, შესაბამისად, ქურდულმა წრეებმა, მაფიოზურ-ბიზნესმენური ელიტები ჩამოაყალიბა, რომლებიც სისხლიანი გარჩევებით ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ მომგებიანი ობიექტები თუ “საქმეები.”  კლანების ბრძოლა გასცდა იმ საზღვრებს რასაც “ქურდული გაგება” ერქვა და გადაუხვია იმ ღერძიდან, სადაც ქურდი სამართლიანია და საკუთარი გროშიც არ აბადია…

აღსანიშნავია ფაქტი, რომ საბჭოთა საზღვრების გახსნამ და გლობალიზაციის მაღალმა ტემპებმა, ადგილობრივი კრიმინალი, საერთაშორისო კრიმინალად აქცია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში, მომძლავრდა პოსტ საბჭოთა მაფია…. ხომ გაგიგიათ, სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, ქურდული კანონები ევროპელისთვის ბუნებრივია გაუგებარია, შესაბამისად აღარც იმის საჭიროებაა რომ ევროპულ სივრცეს თავს მოახვიო, უკვე არქაული “რეგულაციები.” მეტიც ყველაფერი უფრო მარტივია, როცა აღარ გიწევს საათობით ქურდული გარჩევებში მონაწილეობის მიღება და ყველა სიტყვის აწონ-დაწონა.

დავბრუნდეთ რუსეთში, სადაც ქონება უკვე დანაწილებულია, ამიტომ ნაკლებია, ხოცვა-ჟლეტა კლანებს შორის, თუ რამე “პრობლემაა” არა იმის გამო, რომ ვინმემ ქურდული კოდექსი დაარღვია… თუ ვინმეს კლავენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე… საქმე ისაა, როცა ორი “ძლიერი” ეჯახება ერთმანეთს რეზონანსი უფრო დიდია, ვიდრე, როცა ორი ლოთი ბოთლი არყისთვის წაეკიდება ქუჩაში….

რთულია იმის თქმა, სად მთავრდება, ლეგალური ბიზნესი და სად იწყება კრიმინალური, მაგრამ ერთი კი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დღევანდელი რუსული კრიმინალი, არ არის “ქურდული” მენტალობის…  იმაშიც დაერწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა თამაშს, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური,  მთავრობა და ის ფულიანი ელიტა თამაშობს, რომელზეც დგას სისტემა… რუსეთი დიდია, სამართავად რთული და სფეროების დივერსიფიცირებას მოითხოვს, შესაბამისად კრიმინალის არსებობა ქუჩაში, (ისევე როგორც სხვა დაჯგუფებებისა) აუცილებლობით არის განპირობებული….

ახლა მივუბრუნდები, ამ ტექსტის მთავარ თემას… როგორც ჩვენი ეროვნული პროპაგანდა ამბობს, ივანიშვილს (ბორიას, ქარხნულ ოცნებას და ა.შ) სურს, იმ კრიმინალის დაბრუნება რომელიც იყო…. საზოგადო ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი დროს ვერ დააბრუნებს, როგორ უნდა მოხდეს იმ კრიმინალური სისტემის რეინკარნაცია რომელიც აღარ არსებობს? პატიმრების გამოშვებით? რუსეთიდან 1000 სული ქურდის ჩამოყვანით? როგორ? ან რატომ?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც როგორც გაცხადდა ივანიშვილის ფულით სუნთქავდა წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ორგანიზაცია, ის ეფექტურად ახორციელებს, ყველა სახის კონტროლს; რა კადრები აღარ გვინახავს, დაწყებული მეხინკლე კობა დავითაშვილიდან დამთავრებული, შალვა რამიშვილის (ოცნების მედროშე) ეპოქალური ეპოპეით…

ხშირად გაგვიგონია  და პოლიტიკური დისკურსიც ასეთი იყო: “ვანო ყველაფერს ისმენს,” რომც არ მოესმინა და ეს ყველაფერი მითოლოგიასავით ვრცელდებოდეს, ფაქტია რომ ქვეყანაში არსებობს, ისეთი მექანიზმი რომელიც სრულად ზომავს საზოგადოების მაჯის და არა მხოლოდ მაჯის ცემას…

ახლა მოდით დავფიქრდეთ, რაში დასჭირდება ხელისუფლებაში მოსულ ადამიანს, იმ მექანიზმის მოშლა რომელიც უზრუნველყოფს მის ძალაუფლებას? თან თუ იმასაც გავიხსენებთ რომ ეს მექანიზმი მისივე ფულით არის აშენებული, არაფერში.

მგონი იმაზე არავინ იდავებს, რომ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე მილიარდი აქვს დაგროვილი, პრაგმატულად აზროვნების უნარი არ აკლია, მინიმუმ იმის საშუალება ხომ მაინც აქვს, ისეთ ხალხს ჰკითხოს, ვინც არა ჰაერზე, არამედ რიხცვებით გამოუთვლის ნებისმიერ ქმედებაში არსებულ რისკის დონეს…

ვთქვათ მოხდა ასე და ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, მართლაც დაბრუნდა ქვეყანაში ქაოსი და პურის რიგები, სად არის ამ დროს ნაციონალური მოძრაობა? ცხადია რომ (თუ წააგო)  ისინი დარჩებიან საპარლამენტო ოპოზიციაში…. იხილავს რა ხალხი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქცეულ ქვეყანას ვის დაუჭერს მხარს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში? რა თქმა უნდა იმ ძალას, რომელმაც ერთხელ უკვე „განგმირა“ კრიმინალი…

ცოტა ხნის წინ დისკუსიისას, ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ შსს-ს მთელი სისტემა ვანოზეა აგებული და ახალი ხელისუფლების პირობებში სტრუქტურა ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორც ახლაა, მიუხედავად იმისა რომ, ჩვენისთანა „ახალ“ ქვეყნებში თითქმის ყველაფერი პიროვნებებზეა აწყობილი, მე მაინც ვერ გავიზიარებ ამ აზრს. რა გენიალურიც არ უნდა იყოს მერაბიშვილი, წარმოუდგენელია, ამხელა ორგანიზაციას მართავდეს ერთი ადამიანი, ძალიან ბევრი პროფესიონალის გარეშე…

მენეჯერობა  პროფესიაა, რომელიც უნივერსიტეტებში ისწავლება, ჩვენს ქვეყანაშიც მრავალი კარგი მენეჯერია ვისაც შეუძლია ის ბიუროკრატიული, უკვე აწყობილი აპარატი იმაზე არანაკლებ მართოს, როგორც ამას დამფუძნებელი მინისტრი აკეთებდა. სისტემის დაშლის ნიშანი არა მთავრობის ცვლილება, არამედ თანამშრომლების მასიური დათხოვნა იქნება, რაც ამ პირობებში არარეალურია.
და ბოლოს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღევანდელ პათოსებს შორის აშკარად გამოირჩევა ერთი, რომ თითქოს ქართველები, დანაშაულს ვართ მოწყურებული და ერთი სული გვაქვს, როდის წავა მიშა, რომ ვეკვეთოთ მაღაზიის ვიტრინებს, მოვიპაროთ მანქანები, გავაუპატიუროთ მეზობლები, დავჭრათ მეგობრები და ა. შ  თუ მართლაც ასეთები ვართ, მაშინ ნუ გვეშინია, რომ ბიძინა მოდის თავისი შავი ავტორიტეტებით; თუ არ ვართ ასეთები მაინც ნუ გვეშინია, ჩვენ ხომ არ ვაპირებთ ვიყოთ კრიმინალები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში…

 

ჯერალდ ნიუმანი

Advertisements
  1. tu ki am mtavrobam aacko mosaconi sistema, mashin ra pretenzia gakvt mastan? Da saertod sakme isea ganxiluli titkos sakartvelo izolirenul da dacul garemoshi imkofebodes, titkos sashinao politika aravitar kavshirshi ar imkofeba sagareo politikastan. Da saertodac kargi chakuchi saxlis asashenebladac ixmareba, tavic sheizleba gautexo vinmes da mouvlelobit daijangos, tari gautkdes da uvargisi gaxdes. Da saertodac ashenebaa zneli, torem dangreva uceb xdeba. Da saertos shecdomaa roca statiis avtori sitkva ;chven” s xmarobs statiis bolos. Sakartveloshi macxovrebel adamianta shoris radikaluri gansxvavebebia mentaluri, moralurida msoflmxedvelobrivi kutxit. Rogorebi vart chven kartvelebi? Zogi korumpirebulia, zogi ara, zogi bogmiania, zogi ketilia, zogi…., magram iseve rogorc kvela kvekanashi, umravlesoba konformistia da sakutari azris magivrobas, umravlesobisadmi mikutvnebulobis survili ucvlis, hkavs tavisi avtoritetebi, romeltac endobian da undat rom endnon da a. Sh. Me vixile xalxi, romelic dascinoda erovnul mozraobashi mkof patriotebs, igive xalxi patrioti gaxda uceb da gamsaxurdias sruli umravlesobit moagebina archevnebi, igive xalxi erti clis mere patriarks aginebda da lanzgavda sajarod, xalxi romelmac shevardnazes dauchoka rom posti ar daetovebina, imave xalxistvis dges patriarki kvelaze didi avtoritetia…ratom da ris mixedvit icvlida es xalxi ase radikalurad shexedulebebs ase mcire drois monakvetshi? Am xalxshi moiazrebian tu ar erti da igive pirovnebebi? Tu sazogadoebis sxvadasxva fena igdebda droda dro iniciativas xelshi? Konformistebi xom ar arian nulebi, romlebic zalas izenen roca cin ragac naturaluri cifri daecerebat?) principshi isic ar vici vis vepasuxebi am replikit da akvs tu ara azri am kmedebas. Ubralod archevnebamde cota dro darcha da cota ar ikos sashishroebas vgrznob is ricxvi ar daeceros nulebs cin rac piradad chemtvis rogorc cesieri mokalakisatvis arasasurveli angarishis machvenebeli ikneba. Me chem vals vixdi da vcdilob rac shemizlia is gavaketo. Kurdul sistema rac sheexeba, sheukcevadi namdvilad ar aris iset niadagze, sadac inteligenciis) erti nacilisatvis mtavari pretenzia mtavrobisadmi e. c. Chashvebis institutia, rogorc kartveli erisatvis sheuferebeli kanoni, tan am kanonis namdvili shinaarsic ver gaurkveviat da hgoniat rom es kanoni uflebas azlevs adamians danashaulis shemchnevisas policias mimarton dasaxmareblad) rashi sheizleba daschirdes ivanishvils kurdebi.? Kveknis martva ase ufro ioli ikneba) politikuri partiebis dashinebisatvis da a. Sh. Tu saakashvilis metods mimartavs mat dasashoshmoneblad?) getanxmebit rom civilur sazogadoebashi kurdul sistemas gasavali ar ekneba da ragac sxva kriminalur dajgufebad gadaikceva, magram dgevandel sakartveloshi? Sakartvelos mosaxleobis moumzadeblobis gamo amdeni xani normaluri opoziciuri partia ver chamokalibda da kvekana amis gamo damokles maxvilis kvesh cxovrobs, da aravis ar vdeb amashi brals garda kartvelebis erti nacilisa romelic ver sheguebia privilegiis dakargvas, arc sheuzlia da arc unda axl realobashi axali socialuri roli sheizinos, amitom ibrzvian daabrunon iseti realoba romelic mat socialur rolze aris morgebuli. Es avadmkofoba mosaxdelia, da aramgonia im kacis cinamzgolobit moxdes es, vinc cinasaarchevno dapirebebshi zveli komunisturi, saintereso) cxovrebis dabrunebit xiblavs amomrchevels. Agarafers ar vitkvi mis gamosvlebze sadac jurnalisttan tavisi agmochenebit iconebda tavs fsikologiis, pedagogikis sferoshi. Da mainc vis statias vepasuxebi.?)

  2. გამარჯობა მამუკა, ალბათ არ არის ახალი რომ შეიძლება კარგი სისტემა ცუდ მიზნებს ემსახურებოდეს, შენი ჩაქუჩის მაგალითი ამ ფაქტის ილუსტრირებისთვისაც გამოდგება…ჩაქუჩი შეიძლება ასაშენებლადაც გამოიყენო და თავშიც ჩაარტყა ვინმეს. ბევრ რაღაცაში გეთანხმები, შეიძლება ისეც არის როგორც შენ ამბობ, ეს ტექსტი არ არის იმაზე ხალხი რას იზავს, აქ საუბარია რატომ უნდა დააბრუნოს ივანიშვილმა ძველი დრო, რა მოტივაციით? მე არ მაქვს ქართული ოცნების ვარსკვლავი გულზე ამოტვიფრული, მეტსაც გეტყვი, სულაც არ მეპიტნავება ამ პარტიის წევრთა დიდი ნაწილი, მაგრამ მირჩევნია ქვეყანაში იყოს ორი ცუდი და ძლიერი პარტია, ვიდრე ერთი კარგი, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდეს და შესაბამისად ხალხმა ნახოს “მეტი სარგებელი.” იქ სადაც არ არის პოლიტიკური კონკურენცია, არასდროს არ იქნება მთავრობა ფხიზლად (ციხის ვიდეოები ამას მოწმობს)…. ვერ დაგეთანხმები,რომ ქვეყნის მართვა ქურდებით უფრო იოლია ვიდრე შსს-ს სისტემით… ერთიც და მეორეც ძალადობაზეა ასე თუ ისე დაფუძნებული, მაგრამ პოლიციური სისტემა, უფრო დამორჩილებადია ვიდრე ქურდული, განსაკუთრებით თუ იდეოლოგიზირებულ კრიმინალებზე ვსაუბრობთ.. ბოლოს და ბოლოს მარტივად რომ ვთქვათ, ურჩ პოლიციელს სამსახურიდან გაუშვებ…. მე არ ვწერ ამ ტექსტს არავისადმი სიმპათიის გამო, უბრალოდ მე არ მესმის მოტივაცია, რატომ უნდა დააბუნდეს ის დრო, როცა ამ დროშიც კარგად თითქმის 200% ით ხდება, საზოგადოების ყველა ფენის კონტროლი….

  3. daanebet tavi am rusul cheqmas da qurdul mentalitets . igive qurdebi zian dges xelisuflebashi. vidre am qveyanashi adamianis uflebebi fexvqvesh iqneba gatelili yoveltivis aseti uvargisebi viqnebit. rodis gagexsnebat es goneba

    • გეთანხმები ვახო, ადამიანის უფლება ყველაზე მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არღვევს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: