Jerald Newman

პირველი რჩევა ბიძინას: გააუქმეთ რეგულარული ჯარი.

In international relations, politics on October 15, 2012 at 11:44 pm

         ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, არმია “ზედმეტი ტვირთია,”  მოუმზადებელ ათასეულებს, კარგად მომზადებული ასეული სჯობია, ეს კარგად იცის იმ ხალხმა, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. მთავარი ქვეყნის სამხედრო იდენტობა კი არა, სამხედროების იდენტობაა ქვეყანაში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქართული არმია, იმდენად “არაარმიულია”  არანაირ როლს არ თამაშობს (თუდაც უარყოფითს) ქვეყნის განვითარების პროცესში.

           მეცნიერები, რომლებიც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს სწავლობენ, მსჯელობენ, რა სახით შეიძლება აარიდონ პოლიტიკურ პროცესს, სამხედრო ელიტა, რომელიც, როგორც წესი დიდი გავლენით სარგებლობს; ზოგი მიიჩნევს რომ სამხედროების პროფესიონალიზმი უკვე ნიშნავს მათ გამიჯვნას ყოველდღიური პოლიტ-რუტინიდან, ზოგს პირიქით, სამხედროების საზოგადოებრივ-დემოკრატიული განათლება მიაჩნია იმის გარანტად რომ ფორმიანები, არასდროს გადააბიჯებენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც საკუთარი ფიცით ემსახურებიან.

            ფაქტი, რომ ქართული არმია არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს პროცესში რომელსაც საქართველო ჰქვია, არც მათი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, არც დემოკრატიულად განათლებულობის ბრალია, მიზეზი მარტივია, ქართულ ჯარს არ გააჩნია სამხედრო იდენტობა და თუ რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ: ყველაფრის ქვაკუთხედი მიხეილ სააკაშვილის პოპულისტურ-დემაგოგიური აღმშენებლობის პროცესია, რომელმაც ჯარი გარდა ტრადიციული იერარქიისა, ისეთ შრეებათ დაყო, როგორებიცაა: “ერაყში ნამყოფი,” “ავღანეთში ნამყოფი”  და ყველა დანარჩენი. რა თქმა უნდა არ არის ახალი, რომ ყველა არმიას ჰყავს, ელიტარული დანაყოფები, რომლების განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ, მაგრამ როგორ შეიძლება ერაყში ნაომარი კაცის და კანცელარიის, ან პარლამენტის წინ დარაჯად მდგომი ჩემი მეგობრების, საერთო კორპორატიულ იდენტობაზე საუბარი?

მიხეილ სააკაშვილის უშრეტმა ფანტაზიამ მოგვცა  ექსპერიმენტული მიდგომები რომლებმაც, თავის მხრივ, სრულ იმპოტენციამდე მიიყვანა სისტემა. არ შეიძლება რამდენიმე წელი ქვეყანამ სამხედრო დოქტრინის (თუ სტრატეგიის) გარეშე იცხოვროს (თუ რასაკვირველია ეგზისტენციალური საფრთხე რეალურია) და შემდეგ ამ დოქტრინის ფარგლებში ათასჯერ შეცვალოს პოლიტიკა, ამის ნათელი მაგალითია კურიოზად ქცეული რეზერვისტების ინსტიტუტი, რომელიც უნივერსიტეტიდან დაიწყო და ლამის მამაჩემის თაობამდე მივიდა. რომ არა 2008 წლის აგვისტოს ავბედითი კრახი, ვინ იცის კიდევ რამდენი მილიონი გადაიყრებოდა წყალში. 

დე გოლი ამბობდა რომ სამხედრო მოსამსახურისთვის 3 წლიანი ვადით გაწვევაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გააცნობიეროს, საკუთარი იდენტობა. ამავე აზრს იზიარებდა თურქული არმიის გენერალიტეტი. როგორც მოგეხსენებათ, სეკულარიზაციის მუხტი ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში, სწორედ ყაზარმებიდან წამოვიდა და შემდგომშიც თითქმის საუკუნის მანძილზე, არმია ერთგული დარჩა თავისი დამფუძნებელი იდეების.  იდეის ერთგულება კი პროფესიონალიზმიდან მოდის, სამხედრო განათლება თურქეთში უმაღლეს დონეზეა, კადრების მომზადებას რამდენიმე ათასი სკოლა წარმატებით ახერხებს, ამიტომაც არის რომ ერდოგანის მთავრობის პოლიტიკური წონა ანგარიშგასაწევია საერთაშორისო ასპარეზზე.  

მაგრამ თურქეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები (ისევე როგორც რესურსები) სრულიად განსხვავდება, ქართული გამოწვევებისგან…

ამ ტექსტის მიზანი არ არის არმიის დაგმობა და ქვების სროლა იმ მამაცი ხალხის მისამართით, რომელიც ძალ ღონეს არ იშურებს რომ პირნათლად ემსახუროს ქვეყანას…  სისტემური პრობლემები პირველ რიგში სამხედროებს უქმნით საფრთხეს, ამის ილუსტრაცია სულ რამდენიმე წლის წინ ვიხილეთ.

თემა გადაღეჭილია და უკვე სოფლის “ბირჟების” დონეზეც კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენი მტერი რუსეთია და დათვთან ბრძოლას, ვერანაირი სიძლიერის არმიის პირობებში ვერ მოახერხებს ისეთი მწირი რესურსების მქონე ქვეყანა როგორიც საქართველოა.   მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას….

მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო ეფექტური ინსტიტუტი იქნება თავდაცვის სამინისტრო, თუ მაქსიმალურად შეამცირებს ე.წ ლოგისტიკურ არეალს და ყურადღებას მცირე რაოდენობის პროფესიონალების მომზადებაზე გააკეთებს, რომლებიც მზად იქნებიან აღკვეთონ ლოკალური პრობლემებიც და ამასთანავე დააკმაყოფილონ ის ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული.

რასაკვირველია, თემა გაცილებით უფრო ვრცელ შესწავლას საჭიროებს, ვიდრე ეს ბლოგის სპეციფიკაში ხერხდება, მაგრამ ჩემი ძირითადი ასპექტები დასკვნის სახით შემიძლია წარმოგიდგინოთ, აუცილებელია:

გაუქმდეს რეგულარული (გაწვევაზე დაფუძნებული) არმია,

შეიქმნას გამართული დროში გაწერილი სამხედრო განათლების სისტემა,

მოხდეს სამხედრო იდენტობის იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცევა,

შეიქმნას მცირე პროფესიული დანაყოფები…

შეიქმნას, ახალი თავდაცვითი დოქტრინა (არააგრესიული).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: