Jerald Newman

სიხარული ფასდაკლებით

In Uncategorized on December 27, 2012 at 11:50 pm

ტაქსი

გუშინ ტაქსით ვიმგზავრე, იმიტომ არა რომ ბურჟუა კაპიტალისტი ვარ, უბრალოდ ღამე იყო და სხვა გზა არ მქონდა. მძღოლი იქნებოდა ასე ორმოცი წლის, ჩემსავით გაუპარსავი კაცი, ვილაპარაკეთ ყველაფერზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, უფრო მეტად ყოველდღიური პრობლემები მიმოვიხილეთ…

პირველი გასაჭირი რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და რამაც ამ ტექსტის დაწერა გადამაწყვეტინა, ერთი შეხედვით ტიპური ოსტორიაა:

‘მძღოლის ახლო ნათესავი აბარებს ეროვნულ გამოცდებს, ხვდება ფასიანზე, ოჯახს არ აქვს საშუალება სწავლის გადასახადი მოიძიოს, ტაქსისტი მიდის ბანკში საიდაც, რასაკვირველია უარს ეუბნებიან სესხზე, იმიტომ რომ უხელფასო, მაღალი საკრედიტო რისკის მატარებელ  კატეგორიას მიეკუთვნება… ბავშვი დარჩა გარეთ, მძღოლი გულგატეხილი’

ცხადია ბანკირებს ვერ მოვთხოვთ რისკების პოლიტიკა სოციალური კეთილდღეობისათვის შეცვალოს, მაგრამ მთავრობას კი უნდა შეეძლოს თუნდაც  მცირე რესურსის მობილიზება, რომელიც ე.წ უხელფასო შემოსავლიანებისთვის, მსგავსი მიზნობრიობის სესხის აღებას გაამარტივებს…

შემთხვევაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ადამიანს არ უნდა ერთმევოდეს სწავლის მიღების უფლება, მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელი თვითდასაქმებულია და საკუთარ თავს ხელფასის ცნობას ვერ მისცემს.

მეორე ამბავი ლოგიკური გაგრძელება იყო პირველის:

 

“მიშა სააკაშვილი ყველაზე მაგარია სიხარულის გაიაფებაში, აი უცბად იტყვის რომ საერთაშორისო ბაზარზე ფქვილის ფასი გაძვირდა და მოსალოდნელია პურის ფასის 2ჯერ მომატებაო, ამას იმეორებს ყველა ტელევიზია, რამდენიმე კვირა ტვინს გვიბურღავენ, ქუჩაში ხალხი წუწუნესს, ბოლოს გამოდის პრეზიდენტი, ან ვინმე სხვა ჰალსტუხიანი და საზეიმოდ აცხადებს, რომ პური ორჯერ კი არა მხოლოდ 1.5 ჯერ ძვირდება, რაც მთავრობის სწორი და შეურიგებლად მზრუნველი პოლიტიკის დამსახურებააო, ხალხს უხარია ტაშს უკრავს და ყველა ბედნიერია, ისიც კი ავიწყდებათ რომ ერთი კვირის წინ პურს 80 თეთრით იაფად ყიდულობდნენ, ამ ხალხში მეც შევდივარ, ყველა გაიაფებული სიხარულის მონები ვართ.”

შევარდნაძის დროს შუქი არ იყო,  არც გზები , არც შადრევნები გვქონდა, მიშამ ხურჯინით მოგვიტანა… საბჭოთა დროს ყველა მუშაობდა, ელექტრო ენერგიაც მუდმივი და იაფი იყო, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი, გზებზეც არავინ წუწუნებდა , მოსკოვში გადაფრინდებოდი და საღამოს ბედნიერი გადმოფრინდებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა თავისუფლების საპირწონე…

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: