Jerald Newman

საქართველოს ბანკის ცამეტი მცნება

In Uncategorized on February 7, 2013 at 11:21 pm

Image

  1. დაიმახსოვრე, ღმერთი ერთია, ბანკიც…
  2. გაუპარსავობას გამართლება არ აქვს, არც გოგოებისთვის…
  3. არასდროს თქვა რომ სტაფილოსფერ ჰალსტუხს შავი ფერი უხდება, ვერ გაგიგებენ…
  4. ყველა ვინც ბანკში შემოდის მომხმარებელია, კლიენტები ცირკთან…
  5. აუცილებლად იყიდე ვერცხლის, თუ მენეჯერი ხარ ოქროს „უფალო შემიწყალე“ სამაჯური და სვოჩის საათი (ღმერთმა როლექსის ფული რომ გაშოვნინოს)…
  6. სახელფასო სესხი კარგია, მაგრამ გადახდა უნდა, ოვერდრაფტსაც…
  7. კორპორატიულ საღამოებზე ნუ ‘გააბაზრებ’ რომ საქართველოს ბანკიდან ხარ, რა იცი რა მოხდება…
  8. ბანკშიც მოიძებნებიან ისეთი ავტორიტეტები, ვინც ტუალეტშიც კი სხვანაირად დადის, ნუ იფიქრებთ მაგათზე, უშუალო უფროსები უფრო კარგი ტიპები არიან…
  9. დაბლოკილი საიტების გახსნა შეიძლება, ასევე შეიძლება საიტის გახსნიდან ხუთ წუთში აიტი ბიჭი მოვიდეს და გითხრას, მეც მეტალიკას ვუსმენ მაგრამ ეს უკვე თავხედობააო…
  10. თუ დაქორწინება გინდა და კანდიდატი არ გყავს, ჯობია თანამშრომელი მოიყვანო, რაღაც საჩუქრებს მოგცემენ…
  11. ხელფასი თითქმის ყოველთვის დღის ბოლოს ირიცხება, ასე რომ მთელი დღე ბანკომატთან სირბილი აუცილებელი არ არის…
  12. შაურმის ჭამას თუ მიეჩვიე, მექსში ნაყიდი პერანგები აღარ გამოგადგება….
  13. პირველივე შესაძლებლობებისას შეიძინე დართსი, უახლოეს საბეჭდ დაწესებულებაში ამოაბეჭდინე ხაზარაძის ფოტო, ან უბრალოდ ტიბისი ბანკის ლოგო და თავისუფალ დროს ეცადე შუაგულში, ვერაგული დარტყმები მიაყენო…
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: