Jerald Newman

ჩიორას გაუსაფრთხოება

In politics, Uncategorized on February 9, 2013 at 3:56 pm

 

Barry Buzan

გაუსაფრთხოების (securitization) მიდგომა საერთაშორისო უსაფრთხოებაში ბარი ბუზანს ეკუთვნის (თანაავტორებთან ერთად). ქართულად რატომ ითარგმნა ისე, როგორც არის არ ვიცი, მაგრამ ასე დამკვიდრდა და ამდენად ახალი შესატყვისების ძიებით თავს აღარ შეგაწყენთ. ზოგადად იდეა ამბობს რომ ნებისმიერი საგანი შეიძლება გაპოლიტიკურდეს, ხოლო შემდეგ გაუსაფრთხოვდეს, მაგალითად, თუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ვაშლი ცუდია ჯანმრთელობისთვის, ექიმების დახმარებით ნაფიქრალს გავააქტუალურებთ, მოვაწყობთ პოლიტიკურ დისკუსიას და დავადგენთ, რომ ვაშლის დიდი რაოდენობით ჭამა, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფისთვის  დამღუპველად საშიშია და თუ დაგვჭირდა ამ ჯგუფს ნებისმიერ ფასად დავიცავთ, მათ შორის ძალის გამოყენებით, ვაშლის კომფისკაციით, გლეხების დაპატიმრებით და ა.შ რაც მთავარია ქმედებისთვის გვექნება აუცილებელი ლეგიტიმური ბაზისი, იმიტომ რომ გაპოლიტიკურების პროცესში პუბლიკას უკვე შევუთანხმდით, რომ ვაშლი არის საფრთხე და სამიზნე ჯგუფი დაცვას საჭიროებს.

 

ჩ.თ

ახლა ისიც ვთქვათ, რა კავშირი აქვს ბარი ბუზანს ქალბატონ ჩიორასთან.

„არავის არ ტკივა არაკაცი, სამშობლოს მოღალატე ადამიანის ხელი.  ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები დღეს არის დაცინვა, ის ვერ შეძლებს ვერავის დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, დღეს პოლიცია არ არსებობდა. ქვეყანაში, სადაც არსებობს პოლიცია, ის უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მივიდეს იმ ადგილას, სადაც სურს, ოპოზიციამ იმუშაოს ხელის შეშლის გარეშე, კრიმინალი იჯდეს ციხეში და არა ქუჩაში“ 

ქალბატონი ჩიორა ამ ტექსტით ცდილობს პუბლიკა დაარწმუნოს იმაში რომ ადამიანი ვისი ხელიც მას მოხვდა სამშობლოს მოღალატეა, პოლიცია იმპოტენტი, ხოლო შსს მინისტრი ცინიკოსი.

ახლა ვნახოთ იგივე ინციდენტს როგორ ხედავს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე:

„მან უნდა გაიაზროს და დაინახოს, რომ საქართველოში დაგროვილია ძალიან სერიოზული უკმაყოფილება, ძალიან სერიოზული გაბრაზება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ როცა ამას ანგარიშს არ უწევს, ე.ი რაღაც მიზნებთან გვაქვს საქმე და ეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა ბატონი გიგი უგულავას ქმედებით, როდესაც ნახეთ კადრები, რომ მან დაახლოებით 40 მეტრი გაიარა სკანდირებით და ხელების ქნევით ‘აბა მოდით, აბა ვინ ხართ’. ამგვარი გამომწვევი ქმედება არ შეიძლება იქნას რომელიმე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მხრიდან“,  

„უგულავამ პროვოკაცია მოაწყო, ჩიორა თაქთაქიშვილი გაილახა – აი ასე მოქმედებენ ეგენი“ 

უსუფაშვილის ტექსტში არაფერი არ არის ახალი და გასაკვირი, ისე პასუხობს, როგორც ტრადიციულად პასუხობენ ხოლმე, მაგრამ მის ადგილას ბარი ბუზანი ასე იტყოდა: “ბატონი გიგი უგულავა თავისი ქმედებით ცდილობდა პრეზიდენტის მისვლა გაეპოლიტიკურებინა, ჩიორა თაქთაქიშვილის ცემა, მოსალოდნელი ფიდ-ბექი იყო პუბლიკისგან.”

ასეა თუ ისე, საკითხის გაპოლიტიზება მოხერხდა, ამაზე ბატონი მარგველაშვილის  განცხადებაც მეტყველებს: “ეს იყო სამწუხარო, ჩვენთვის პრობლემური ფაქტი, რომელიც გავლენას ჩვენს იმიჯზე ახდენს. ასეთი ამბავი ხელისუფლებას აზარალებს. ეს ამისთვისაც იყო გაკეთებული. ეს იყო თემიდან გადახვევის მცდელობა, მოახერხეს და კიდევ ერთხელ მოგვიგეს პიარში. აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანეს. ძალიან სამწუხაროა, გვაზარალა.”

როცა  პოლიტიკური დისკუსიის მხარე აღიარებ რომ მთავრობა თავდამსხმელებს უმაგრებდა ზურგს, ან თანაუგრძნობდა (აბა რას ნიშნავს მოგვიგეს პიარში,თუ არ თამაშობ როგორ შეიძლება წააგო?) გინდა თუ არ გინდა მონაწილეობ საკითხის პოლიტიზებაში.

პოლიტიკური შეფასებები იყო პრესიდან, ამერიკის ელჩმაც დაგმო ინციდენტი…

 

ვირი

ახლა ვნახოთ, ამ პროცესში სად არის გაუსაფრთხოების ადგილი –  არსად, იმიტომ რომ გაუსაფრთხოების საშუალება აქვთ აქტორებს, რომელიც სექტორზე ახდენენ გავლენას. მაგალითად: მთავრობას შეეძლო ქართული საზოგადოება დაერწმუნებინა რომ გიგა ნასარიძე იმიტომ გაილახა, რომ პოლიციელს ნარკოტიკს უდებდა ჯიბეში, ამასაც არ აკმარებდა და ციხეში ჩააყუდებდა თანამშრომლის მოქრთამვისთვის, ყველა დაიჯერებდა და რომც  არ დაეჯერებინა, მაინც არავინ იქნებოდა წინააღმდეგი, იმიტომ რომ ეს ვაჟბატონი, თავისი წინა ქმედებებით, ისედაც მავნე ელემენტად აღიმებოდა. მაგრამ დღეს,  ჩიორას ბერკეტები იქ მთავრდება, სადაც საზოგადოების მუშტი იწყება, ამდენად ნაციონალურ მოძრაობას არ შესწევს ძალა, ინციდენტი პოლიტიკური სივრციდან, გაუსაფრთხოების დონეზე გადაიყვანოს.

სხვათაშორის, ბუზანი და სხვანი რომ სააკაშვილს იცნობდნენ, აუცილებლად მიიღებდნენ კოპენჰაგენის სკოლის საპატიო წევრად, იმდენჯერ იხმარა პრაქტიკაში გაუსაფრთხოების მიდგომა. რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ მთლად ისეთიც არა რომ ყველაფრის საბაბად გამოიყენო: რუსეთის ორგანიზებული მიტინგები, რუსეთის ორგანიზებული კონცერტები, რუსოფილი ფოტოგრაფები, ქართველი ჯარისკაცი რომელიც ფარულად ატარებდა ტატუს: “ვოვა ია სტავბოი” და ა.შ

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ რუსეთმა ხელი შეუწყო სააკაშვილს დაემყარებინა ის რეჟიმი რაც ჰქონდა, ახლა როცა ნაც მოძრაობა ოპოზიციაშია, ისღა დარჩენია პროვოკაციებით დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, სამწუხაროდ,  ოცნების ქაჯებიც აქტიურად თამაშობენ მიშას თამაშს..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: