Jerald Newman

გამოქვაბულებიდან ფეისბუქამდე

In ლიტერატურა, Uncategorized on March 8, 2013 at 12:03 am

ქვის ხანის მხატვრობა

როცა ადამიანმა გადაწყვიტა ცხოველური ყოფა შეეცვალა, დაიწყო დაპირისპირება იმ გარემოსთან, რომელშიც თავს ჰარმონიულად გრძნობდა… ამ პროცესს შეიძლება ადამიანის კულტურიზაცია ვუწოდოთ… ბუნებასთან კონფლიქტი არ ნიშნავდა ნახევრად შიშველი ორფეხა არსებების მიერ ტყის უმოწყალოდ კაფვას, ან წყლის დაბინძურებას,  მთავარი ცვლილება შეეხო იმ ნორმებს, რომლითაც შენდებოდა მაშინდელი პრიმიტიული ყოფა…  ამ ყოველივეს მთავარი მასაზრდოებელი ძალა, ადამიანის მიერ დაგროვილი გამოცდილების  ასახვას მოჰყვა… გამოსახულებები გამოქვაბულის კედლებსა თუ ქვის ფილებზე, კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდა და ზუსტად იყო გათვლილი იმ ჯგუფზე, ვისაც ეს აინტერესებდა, ან არ იცოდა, მაგრამ შეეძლო გაეგო…  ანუ არსებობდა კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც ხდებოდა გარშემო არსებული გარემოს დანაწევრება მარტივი სიმბოლოებით… როცა ადამიანი საკმარისად შემეცნებადი გახდა, დაიწყო არამატერიალური, მისთვის აუხსნელი მოვლენების განივთება, შექმნა კერპები, რომელთა მიმართ კრძალვა, უფრო წინამდებარე შიშებს ეფუძნებოდა, ვიდრე ‘კეთილ’ მოწიწებას, დაიწყო გარემო მოვლენების ახსნა ჰიპოთეტური რწმენითი მოდელების მიხედვით, რომლებიც თავადვე გამოიგონა და ასევე გადასცა მომავალ თაობებს… თავისი შინაარსით, გამოქვაბულზე დახატული ნადირობის სცენა, არაფრით  განსხვავდება, კედელზე შესრულებული სრული ღვთაებრივი სიუჟეტებისგან, მაგრამ ნათლად აჩვენებს ადამიანის თვალსაწიერის გაფართოებას ყოფიერებიდან აზროვნებამდე…

სპირალი

სპირალი

კულტუროლოგიაში არსებობს თეორია, რომელიც კაცობრიობის განვლილ გზას და ზოგადად არსებობას დროსა და სივრცეში, სპირალისებურ ფორმაში ხედავს, ანუ ჩვენ ვვითარდებით, მივიწევთ წინ პიკურ წერტილამდე და შემდეგ, გარკვეული ფორმებით გავდივართ იგივე გზას საიდანაც დავიწყეთ… რასაკვირველია,  არ უნდა ვიფიქროთ რომ მოცემული მიდგომა გულისხმობს ადამიანის ქვისხანაში დაბრუნებას, ან ლოდის ატანას მთის მწვერვალზე, დაბლა დასაგორებლად; მიდგომის მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, არის ხაზგასმა კაცობრიობის განვითარების ციკლურ ბუნებაზე, სადაც ყველა დასრულებული ციკლი ახალის დასაწყისია და ეს ახალი,  თვისობრივად ჰგავს წინამორბედს. მთავარი განსხვავება ახალ და ძველ ციკლებს შორის, მიზნამდე მისვლის ხერხებსა და გზებში უნდა ვეძებოთ… მაგალითად ადამიანმა შეიძლება სოფლის ორღობე ფეხითაც გაიაროს, ცხენითაც და ველოსიპედითაც, მაგრამ თუ ასფალტს დაუგებენ, შეეძლება ფარეხიდან ავტომობილიც გამოიყვანოს.

მეოცე საუკუნის კაცობრიობამ, თითქოს შეძლო და მოახერხა მთელი ისტორიის გამოცდილების ერთ კონტეინერში აკუმულაცია, ხოლო იცდამეერთის ვალი დაგროვილი ინფორმაციის გაფრქვევაა… ჩვენ გარკვეულწილად დავუბრუნდით პირველყოფილ მდგომარეობას, როდესაც გვიჭირდა გარემოს დანაწევრება, მაგრამ მაშინდელი ყოფისგან განსხვავებით, გარემო არა ბუნების წიაღი, არამედ ელექტრონული სივრცეა, ინფორმაცია მოდის ყოველი მხრიდან, მიღებული დაუხარისხებელი მასალის დიდი ნაწილი, სრულიად უსარგებლო, ზოგჯერ გაუგებარი და ნაკლებად საინტერესოა… აღნიშნული მოცემულობა განსაკუთრებით ხელშესახები, სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად გახდა, თუ ადრე ვებ გვერდებს სურვილისამებრ ვსტუმრობდით, დღეს გვინდა თუ არ გვინდა, ვიტვირთებით იმ ამბებით, რომელთაც სხვა შემთხვევაში, არასდროს მოვიკითხავდით. ფეისბუქი ნამდვილად არის პირველყოფილი ჯუნგლების თანამედროვე სახე, თავისი საფრთხეებით, მოლოდინებითა და შეუცნობელობით…

სოციალური მედია

სოციალური მედია

რადგან ტექსტის ღერძი, კულტუროლოგიურ სპირალზე ავაწყვე, ბუნებრივია, ისიც უნდა ვთქვათ საით მივდივართ; ლოგიკურად, ადამიანმა უნდა ისწავლოს დიდი ინფორმაციის ‘გამოქვაბულის ნახატებამდე’ დაყვანა; ამის ნიშნები უკვე არის სოციალურ ქსელებში, მაგალითად მეგობრების, წრეებად დანაწილება (circles) რომელიც პირველად გუგლმა წარუდგინა საკუთარ მომხმარებელს , ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ფეისბუქის მიერ, კონკრეტული ინფორმაციის სამიზნე ჯგუფებზე მორგება (მხოლოდ მე, მეგობრები, მეგობრების მეგობრები, ყველა).  იმედია უახლოეს მომავალში,  აღარ მოგვიწევს, ნაკლებად საინტერესო ‘ყველაფრის’ ნახვა და სოციალური მედია უფრო მეტად ინდივიდუალური გახდება.

ცხადია, რომ სოციალური ქსელების მომავალის მთავარი ღირსება, არა დიდი ინფორმაციის გენერირება, არამედ დიდი მასალიდან საინტერსოს (ან საჭიროს) დატოვება იქნება..

მას შემდეგ რაც დავხატავთ ნახატებს ჩვენი გამოქვაბულის კედელზე, იქნებ მარსზეც ავაშენოთ კერპები….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: