Jerald Newman

Archive for November, 2013|Monthly archive page

ზომბი

In Uncategorized on November 1, 2013 at 1:35 am

ზომბი

ჰაიტის რევოლუცია მნიშვნელოვანი ამბავი იყო, იმიტომ რომ პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა, რომელსაც შავკანიანები განაგებდნენ… ჰაიტელების გამარჯვებას მხარს უჭერდნენ ამერიკელი მონები და აძაგებდნენ მონათმფლობელები…
რევოლუციის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ვუდუს ტრადიციამ, რომელიც კარგი საშუალება გამოდგა ხალხის მობილიზებისათვის… ამერიკაში ხედავდნენ, რომ მონები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავდნენ ვუდუს, იკრიბებოდნენ ერთად, კითხულობდნენ საკრალურ ტექსტებს და ა.შ

გაისმოდა მოსაზრებები, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა კბილებამდე შეიარაღებულ “ზანგებს” გაეწყვიტათ თეთრები, ისევე როგორც ეს კუნძულზე ქნეს…

თუმცა თეთრების სამიზნე გახდა არა ვინმე შავკანიანი, არამედ რწმენა რომელიც როგორც აღმოჩნდა მათ დიდ ნაწილს აერთიანებდა…

იბეჭდებოდა სტატიები მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოცემებში, ყველა ერთხმად ცდილობდა ვუდუს დემონიზაციას… ავრცელებდნენ ჭორებს თითქოს რიტუალებზე ხდებოდა მსხვერპლშეწირვა – ჰაიტელები პატივს მიაგებდნენ ბოროტ სულებს, კლავდნენ და ჭამდნენ საკუთარ შვილებს… ეს მაშინ, როცა კოლონიზატორად ყოფნის პერიოდში, არც ერთი კანიბალიზმის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ ფრანგებს…

ბუნებრივია, ჰაიტის თავისუფლება დიდ ხანს არ გაგრძელდა, შიდა არეულობის შემდეგ 1915 წელს შეერთებულმა შტატებმა მოახდინა კუნძულის ოკუპაცია, განსხვავებით ფრანგული კოლონიზაციისაგან, ამჯერად უკვე ხშირად იბეჭდებოდა გაზეთებში, კაციჭამია ვუდუს ჯადოქრების ისტორიები… ამერიკელებმა დაიჯერეს მითები და ისიც რომ მათი არმია კუნძულს ადგილობრივების ბარბაროსობისგან იცავდა…

ვუდუს მითებმა მეოცე საუკუნის ამერიკულ პოპ კულტურაში მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა… კანიბალი ჰაიტელის ტრანსფორმაციას წარმოადგენს “ზომბის” კონცეპტი… უგონო არსება, რომელიც ვერაფერზე ფიქრობს და როგორც წესი, ადამიანის ხორცზეა დაგეშილი….

ვუდუს მაგალითი ალბათ გამოდგება პარალელებისთვის…

ყველა ღირებულება წმინდაა რომელსაც საზოგადოების მობილიზება ეფექტურად შეუძლია… თუ ვინმემ ვუდუს მსგავსი ტრადიციის გამო, ზომბად, კანიბალად, ბნელად და ა.შ შეგრაცხათ, იცოდეთ რომ ან სულელია ან მტერი…