Jerald Newman

Archive for the ‘international relations’ Category

დიქტატორი ბიძინა და საზოგადოების შერჩევითი პოლიტიკა

In ქართული პოლიტიკა, international relations, politics, Uncategorized on December 19, 2012 at 11:44 pm

Image

ხშირად გაგვიგია, ახლაც და წინა ხელისუფლების პირობებშიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს შერჩევითი სამართალი, ანუ თემიდის წყალობა დამოკიდებულია, იმაზე რამდენად ლოიალურია, ესა თუ ის ადამიანი, მმართველი გუნდისადმი…

თუ ვიტყვით რომ ჩვენი სისტემა ამ მანკიერებითაა შეპყრობილი, პროცესი არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების (ტოპ დაუნ), გარდა იმისა, რომ ხელისუფალი ექცევა სხვადასხვანაირად, სახვადასხვა მსოფლმხედველობის მოქალაქეებს, მოქალაქეებიც შერჩევითობის პრინციპით უდგებიან სამთავრობო სამართალს….

ამ ტექსტის დაწერა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა, უფრო სწორად საზოგადოების რეაქციამ ამ მოვლენებზე…

პოლიტიკურ ელიტაში კომედიური არგუმენტების გაცვლა მიმდინარეობს როგორც ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის პოსტში დაწერა, ახლანდელი ხელისუფლება წინას, დაჭერების მეთოდების მსგავსებას ახსენებს…  რაც ორ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს:

  • პირველი-  ხელისუფლება თავს იმართლებს,
  • მეორე – ხელისუფლება თავს იმართლებს ცუდად; ნახევრად სირაქლემას პოზით და ფეოდალური ანგარიშგების პათოსით…

ცხარია ამ ყველაფერს, მოჰყვება საზოგადოების რეაქცია, სოციალურ სივრცეში, ასე თუ ისე შეიძლება იმის გარკვევა, რას ფიქრობს ხალხი, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ ‘ჭკუა უნდად მოეკითხებოდეს.’

Image

დავიწყებ ორიოდე მაგალითით ე.წ ლიბერალური ფრთიდან,

ნინო ჯანგირაშვილი:

“ვუცხადებ სოლიდარობას ჩემს კოლეგას, ნიკა გვარამიას. მოვითხოვ, დაუმატეთ კიდევ ერთი მილიონი დოლარი ანგარიშზე ან ქეშად. თუ თელასმა, ხრამჰეს1–მა, ხრამჰეს2–მა, და მტკვარი ენერგეტიკმა გადახდაზე უარი თქვეს, ბიუჯეტიდან იყოს, ჯანდაბას, ოღონდ თავისუფალი მედია არ დაიჩაგროს!”

ლექსო მაჭავარიანი

თბილისი, საქართველი, მთავარი ოპოზიციური არხის, რუსთავი 2-ის დირექტორი დაპატიმრებულია ივანიშვილის მთავრობის მიერ...

(Tbilisi, Georgia: Director of main opposition TV Channel Rustavi 2 Nika Gvaramia arrested by Ivanishvili’s government.)

ერთიც და მეორე განცხადებაც, აქცენტს აკეთებს იმაზე რომ მედიის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს… მეც ვეთანხმები, მაგრამ როგორც მაჭავარიანს, ისე ჯანგირაშვილს ალბათ გამორჩათ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება ყოველთვის ‘მთავარი ოპოზიციური არხის’ დირექტორი არ იყო…თანაც, არამგონია მედიისთვის თავის შეფარება (ამ შემთხვევაში გვარამიას არ ვგულისხმობ), ინდულგენცია უნდა იყოს წარსული ცოდვებისთვის…  გვარამიას დაპატიმრებით  (რასაკვირველია თუ ის დამნაშავეა) ნამდვილად არ დასრულდება რუსთავი 2-ის ცხოვრება…

ეს ორი აზრი იმიტომ არ მოვიტანე, რომ ავტორებისადმი სიმპათიით, ან ანტიპათიით ვარ განწყობილი, უბრალოდ საზოგადოების ‘მსგავსი ნაწილისთვის’ მეტნაკლებად რეპრეზენტატულად მივიჩნიე…

შემდეგი საზოგადოებრივი კატეგორია ისეთია, ვისაც კარგად აქვს დაჯერებული მითი ვესტერნიზაციასა და დემოკრატიზაციაზე, მართალია ამ ნაწილისთვის კონკრეტული ციტატები არ მაქვს, არც ის შემიძლია ვთქვა, ასე საზოგადოების რა ნაწილია განწყობილი, მაგრამ იდეა დაახლოებით ასე ჟღერს: “ამდენი ხალხის დაჭერა კარგი არ არის დემოკრატიისთვის, რას იფიქრებს დასავლეთი, ბიძინა დიქტატურისკენ მიგვაქანებს, იკეტება ჩვენი კარი, ნატოსა და ევრო კავშირში.”

ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ იმის გამო რომ დამნაშავე ბევრია, მართლმსაჯულება თვალს ვერ დახუჭავს… სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად ხდება დაკავებები… თუ ადამიანს უდანაშაულობის პრეზუმცია იცავს, არსებობს მეორე მხარეც, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებული, ისევე შეიძლება იყოს დამნაშავე, როგორც უდანაშაულო.. სასამართლოს გარეშე, იმის მტკიცება, რომ ვიღაც არ იმსახურებს სასჯელს, არასერიოზულად მიმაჩნია… დაველოდოთ ორივე მხარის არგუმენტებს და მერე გავაპროტესტოთ…..

მესამე კატეგორია, ე.წ მიშისტების კატეგორიაა (არ მიყვარს ‘ისტების’ და ‘იზმების’ ხმარება მაგრამ სხვა სახელი ვერ ვნახე), რომლებსაც იმდენად აქვთ შესისხლხორცებული აზრი, რომ მიშა თავის გუნდთან ერთად ‘მაგარია’, ვერ ხვდებიან რა არის კორუმპირებული ჩინოვნიკითვის მხარდაჭერის გამოცხადება (კონკრეტულად არავის ვგულისხმობ). თავადაც რომ დარწმუნდნენ ‘თავისიანის’ ბრალეულობაში და იმაში რომ ბრალდებულმა რამდენიმე მილიონი ლარი ჩაიჯიბა ბიუჯეტიდან,საზოგადოების ეს კატეგორია , მზად არის ნებისმიერ ფასად დაიცვას დამნაშავე… არადა, საოცარია, როგორ შეიძლება იმ ადამიანს დაუდგე გვერდით, რომელმაც ჯიბიდან ფული ამოგაცალა…

მეოთხე კატეგორია, რადიკალური ‘მეოცნებეები’ არიან, ისინი მოითხოვენ დაიჭირონ ყველა, თანაც ამ ყველას სასამართლოს გარეშე აცხადებენ დამნაშავეებად…

ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ტიპის ადამიანების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მე შემიძია ვთქვა, რომ ის რაც საქართველოში ხდება წლების მანძილზე, არა მხოლოდ მთავრობების სიცუდის ბრალია; ამაში საზოგადოების შერჩევითობის პოლიტიკასაც დიდი წვლილი მიუძღვის… მიშისტისთვის მიუღებელია რასაც ბიძინა აკეთებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ იგივე ქმედებებზე ნაციონალურ  მოძრაობას ტაშ უკრავდა, იგივე შეიძლება ითქვას “რადიკალურ მეოცნებეებზე.”  ამდენად დღევანდელი ხელისუფლების პასუხი, ოპოზიციის კრიტიკაზე: “თქვენც ასე არ იქცევოდითო?” სრულიად შეესაბამება იმ არაადექვატურ იმპულსებს, რომლებიც საზოგადოებიდან მოდის… ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, ე.წ ‘საკუთარი სიმართლის’ ქონაა, არადა, სიმართლე ერთია….

Advertisements

პირველი რჩევა ბიძინას: გააუქმეთ რეგულარული ჯარი.

In international relations, politics on October 15, 2012 at 11:44 pm

         ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, არმია “ზედმეტი ტვირთია,”  მოუმზადებელ ათასეულებს, კარგად მომზადებული ასეული სჯობია, ეს კარგად იცის იმ ხალხმა, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. მთავარი ქვეყნის სამხედრო იდენტობა კი არა, სამხედროების იდენტობაა ქვეყანაში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქართული არმია, იმდენად “არაარმიულია”  არანაირ როლს არ თამაშობს (თუდაც უარყოფითს) ქვეყნის განვითარების პროცესში.

           მეცნიერები, რომლებიც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს სწავლობენ, მსჯელობენ, რა სახით შეიძლება აარიდონ პოლიტიკურ პროცესს, სამხედრო ელიტა, რომელიც, როგორც წესი დიდი გავლენით სარგებლობს; ზოგი მიიჩნევს რომ სამხედროების პროფესიონალიზმი უკვე ნიშნავს მათ გამიჯვნას ყოველდღიური პოლიტ-რუტინიდან, ზოგს პირიქით, სამხედროების საზოგადოებრივ-დემოკრატიული განათლება მიაჩნია იმის გარანტად რომ ფორმიანები, არასდროს გადააბიჯებენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც საკუთარი ფიცით ემსახურებიან.

            ფაქტი, რომ ქართული არმია არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს პროცესში რომელსაც საქართველო ჰქვია, არც მათი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, არც დემოკრატიულად განათლებულობის ბრალია, მიზეზი მარტივია, ქართულ ჯარს არ გააჩნია სამხედრო იდენტობა და თუ რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ: ყველაფრის ქვაკუთხედი მიხეილ სააკაშვილის პოპულისტურ-დემაგოგიური აღმშენებლობის პროცესია, რომელმაც ჯარი გარდა ტრადიციული იერარქიისა, ისეთ შრეებათ დაყო, როგორებიცაა: “ერაყში ნამყოფი,” “ავღანეთში ნამყოფი”  და ყველა დანარჩენი. რა თქმა უნდა არ არის ახალი, რომ ყველა არმიას ჰყავს, ელიტარული დანაყოფები, რომლების განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ, მაგრამ როგორ შეიძლება ერაყში ნაომარი კაცის და კანცელარიის, ან პარლამენტის წინ დარაჯად მდგომი ჩემი მეგობრების, საერთო კორპორატიულ იდენტობაზე საუბარი?

მიხეილ სააკაშვილის უშრეტმა ფანტაზიამ მოგვცა  ექსპერიმენტული მიდგომები რომლებმაც, თავის მხრივ, სრულ იმპოტენციამდე მიიყვანა სისტემა. არ შეიძლება რამდენიმე წელი ქვეყანამ სამხედრო დოქტრინის (თუ სტრატეგიის) გარეშე იცხოვროს (თუ რასაკვირველია ეგზისტენციალური საფრთხე რეალურია) და შემდეგ ამ დოქტრინის ფარგლებში ათასჯერ შეცვალოს პოლიტიკა, ამის ნათელი მაგალითია კურიოზად ქცეული რეზერვისტების ინსტიტუტი, რომელიც უნივერსიტეტიდან დაიწყო და ლამის მამაჩემის თაობამდე მივიდა. რომ არა 2008 წლის აგვისტოს ავბედითი კრახი, ვინ იცის კიდევ რამდენი მილიონი გადაიყრებოდა წყალში. 

დე გოლი ამბობდა რომ სამხედრო მოსამსახურისთვის 3 წლიანი ვადით გაწვევაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გააცნობიეროს, საკუთარი იდენტობა. ამავე აზრს იზიარებდა თურქული არმიის გენერალიტეტი. როგორც მოგეხსენებათ, სეკულარიზაციის მუხტი ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში, სწორედ ყაზარმებიდან წამოვიდა და შემდგომშიც თითქმის საუკუნის მანძილზე, არმია ერთგული დარჩა თავისი დამფუძნებელი იდეების.  იდეის ერთგულება კი პროფესიონალიზმიდან მოდის, სამხედრო განათლება თურქეთში უმაღლეს დონეზეა, კადრების მომზადებას რამდენიმე ათასი სკოლა წარმატებით ახერხებს, ამიტომაც არის რომ ერდოგანის მთავრობის პოლიტიკური წონა ანგარიშგასაწევია საერთაშორისო ასპარეზზე.  

მაგრამ თურქეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები (ისევე როგორც რესურსები) სრულიად განსხვავდება, ქართული გამოწვევებისგან…

ამ ტექსტის მიზანი არ არის არმიის დაგმობა და ქვების სროლა იმ მამაცი ხალხის მისამართით, რომელიც ძალ ღონეს არ იშურებს რომ პირნათლად ემსახუროს ქვეყანას…  სისტემური პრობლემები პირველ რიგში სამხედროებს უქმნით საფრთხეს, ამის ილუსტრაცია სულ რამდენიმე წლის წინ ვიხილეთ.

თემა გადაღეჭილია და უკვე სოფლის “ბირჟების” დონეზეც კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენი მტერი რუსეთია და დათვთან ბრძოლას, ვერანაირი სიძლიერის არმიის პირობებში ვერ მოახერხებს ისეთი მწირი რესურსების მქონე ქვეყანა როგორიც საქართველოა.   მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას….

მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო ეფექტური ინსტიტუტი იქნება თავდაცვის სამინისტრო, თუ მაქსიმალურად შეამცირებს ე.წ ლოგისტიკურ არეალს და ყურადღებას მცირე რაოდენობის პროფესიონალების მომზადებაზე გააკეთებს, რომლებიც მზად იქნებიან აღკვეთონ ლოკალური პრობლემებიც და ამასთანავე დააკმაყოფილონ ის ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული.

რასაკვირველია, თემა გაცილებით უფრო ვრცელ შესწავლას საჭიროებს, ვიდრე ეს ბლოგის სპეციფიკაში ხერხდება, მაგრამ ჩემი ძირითადი ასპექტები დასკვნის სახით შემიძლია წარმოგიდგინოთ, აუცილებელია:

გაუქმდეს რეგულარული (გაწვევაზე დაფუძნებული) არმია,

შეიქმნას გამართული დროში გაწერილი სამხედრო განათლების სისტემა,

მოხდეს სამხედრო იდენტობის იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცევა,

შეიქმნას მცირე პროფესიული დანაყოფები…

შეიქმნას, ახალი თავდაცვითი დოქტრინა (არააგრესიული).

ოსურ-ინგუშური შერიგება

In international relations on October 15, 2012 at 12:48 am

ოსმა და ინგუშმა ხალხმა პრიგოროდნი კონფლიქტის შემდეგ ოცი წელი
განვლეს, მთელი ამ დროის განმავლობაში პოსტ-კონფლიქტური
საზოგადოებები, პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებად დარჩნენ, ვინაიდან
რეკონსილაციური ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა რუსეთის ფედერაციის
შუამავლობით არაეფექტური აღმოჩნდა, ქმედებები უფრო სპონტანურ
იმპროვიზაციებს ჰგავდა, ვიდრე გეგმაზომიერ აქტივობებს. ნაშრომით მსურს
დავადგინო, რა როლს თამაშობს რუსეთის ფედერაცია ოსურ-ინგუშურ
რეკონსილაციაში და როგორია ადგილობრივი დამოკიდებულებები
პრობლემისადმი.

Dead Chicken Theory in the IR

In international relations, politics, Uncategorized on November 21, 2011 at 12:51 am

 

 General Action Scheme – How can I get my chicken?


1I am hungry and I want to eat a chicken

“Hunger” and “Chicken” are linked with my action, but this action is not just “eating,” it is “an action for the action,” I kill chicken to eat, that’s a double action (killing is an action + eating that is also an action), my Idea is not to kill the chicken (if I am not a chicken killer), motive of this action is in my “hungriness”  and the goal is to reach the chicken to have a good dinner.

So, planned action and goal often exist independently (killing of the chicken is not my goal – though it is finished action). Instead of killing that poor chicken i could go and buy one, that means somebody else had already killed chicken for me, but he/she did it also with different motivation, his actions will earn him money to live.

Actually there is nothing pleasant in killing animals, if that “killer guy” could win a million USD in lottery there is 90% chance that he had quieted that chicken-slaughter forever.

If I open the refrigerator and I found a piece of chicken I won’t even think to go to buy or kill a village hen.

As for conclusion I’d like to say that every kind of action could be compensated by the other actions if the motives and goals are the same for each.

Other parts of the “Dead Chicken Theory” will prove that it really works in the modern IR system, i will have some case studies and theoretical discussions about behavioral interdependence and  action patterns  that create fixed motif environments.