Jerald Newman

Archive for November, 2012|Monthly archive page

პალესტინური ტერორიზმი? ბოდიში, არა….

In Uncategorized on November 23, 2012 at 8:37 pm

ყოველთვის მაინტერესებდა, სულ ისე რატო ხდება რომ მთელი კაცობრიობის ისტორიაში, ებრაელები ყოველთვის დაჩაგრულ ხალხად არიან წარმოჩენილები და ბოლო გადაწყვეტილებებს მაინც თვითონ იღებენ…

მოსეს ისტორია, დავითის ისტორია, ჰიტლერის ისტორია და კიდევ ბევრი სხვა… ისე, ახალი აღთქმა მაინც ყველაზე კარგად ასახავს ამ ერის პოლიტ-კულტურას (არ მინდა ამ ყველაფრის ადამიანურ დონეზე გადატანა): ელოდებოდნენ ჯიბესქელ მეფეს, რომელსაც ისევ და ისევ ჩაგვრისგან უნდა ეხსნა ერი და არამხოლოდ ეხსნა, მათი ღვთისრჩეულობისათვის გაესვა ხაზი, როდესაც სანაცვლოდ მიიღეს ღატაკი ცათა სასუფეველზე მოლაპარაკე იესო, რა ქნეს? არც აციეს, არც აცხელეს, ისე გააკრეს ჯვარზე და აირჩიეს ბარაბა….

დღესაც ხალხი ლაპარაკობს იმაზე რომ ერთი მუჭა პალესტინა, ისრაელს ჩაგრავს, იმ ისრაელს რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომლის ხელშიც დედამიწის სიმდიდრის დიდი ნაწილია და რომელსაც შეერთებული შტატები პატრონობს….

კიდევ უფრო მიკვირს, ჩემი ნეიტრალური თანამემამულეების რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს ისრაელს და პალესტინას აბსოლიტურ ბოროტებად რაცხავენ, სწორედ ისინი მკერდზე მჯიღისცემით გმობდნენ პუტინის განცხადებებს, რომ 2008 წლის ომში საქართველო იყო აგრესორი და რუსეთი მხოლოდ თავს იცავდა…

ერთ-ერთმა ისრაელისტმა მითხრა, პალესტინას რატომ დავუჭირო მხარი, ამერიკა ჩვენი პარტნიორია და ისრაელს უჭერს მხარსო…  მივხვდი რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და ეს პიროვნება ისე იყო გასულელებული მითებით საქართველოს ვესტერნიზაციის შესახებ, სრულიად ჰქონდა დაკარგული რეალობის შეგრძნება…

მეორემ: პალესტინას მხარი როგორ დავუჭირო მუსულმანები არიანო…. (ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ)

მესამემ კარგად შემიტია, შენ რა ტერორიზმს უჭერ მხარსო?

იქაც გავეცი პასუხი და აქაც ვიტყვი ორიოდე სიტყვით, რა არის ტერორიზმი და რა არის პალესტინური ტერორიზმი…. დავიწყოთ იქიდან, რომ ტერორიზმი არ არის ნებაყოფლობითი ქმედება ვინმეს გასანადგურებლად, ამ ტაქტიკას მიმართავენ ძალები, რომლებსაც არ შეუძლიათ აწარმოონ  პარტიზანული და მითუმეტეს არც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება… ტერორიზმის მიზანი არ არის სამოქალაქო პირების განადგურება, მიზანი ყოველთვის არის პოლიტიკური და თუ აქტის შედეგად მოსახლეობა ზარალდება, მხოლოდ იმიტომ რომ ტერორისტული ორგანიზაციას ხელი არ მიუწვდება მოწინააღმდეგის ელიტაზე…  ხალხის ხოცვას აქვს ერთადერთი ეფექტი, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებაში “ქმედების პროპაგანდას” ეძახიან; აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა სამართლიან ბაზისებზე იყოს დაფუძნებული ტერორისტების ბრძოლა, იერიშები სამოქალაქო პირებზე, სულ მალე იწვევს ბრძოლის მარგინალიზაციას და თავად ორგანიზაციის დემონიზაციას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ საილუსტრაციოდ გირჩევთ წაიკითხოთ ბასკური ეტას განვითარების ისტორია…

დავბრუნდეთ პალესტინაში, ნოამ ჩომსკი წერს:

1989 წლის ისრაელის კოალიციურმა მთავრობამ (შამირი-პერესი) შეიმუშავა ე.წ მშვიდობის გეგმა, რომელიც იმავე წელს აშშ-ს მოწოდებულ “ბეიკერის გეგმად” გადაკეთდა და რომლის პირველი პუნქტი ამბობდა: ‘დამატებითი პალესტინური’ სახელმწიფო ისრაელსა და იორდანიას შორის ვერასდროს იქნება, რადგან უკვე არის ქვეყანა იორდანია, სადაც ცხოვრობენ პალესტინელები.

ჩომსკიმ ამ დოკუმენტს ჩვეული პასუხი გასცა:

“ეს იგივეა, რომ ვიღაცამ თქვას რომ ებრაელები არ იმსახურებენ ‘მეორე სამშობლოს’ იმიტომ რომ მათ უკვე აქვთ ნიუ იორკი, უდიდესი ებრაული დასახლებებით, ებრაელების მიერ მართული მედიით, ებრაელი მერითა და სრული დომინაციით კულტურულ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.”

რასაკვირველია, ჩომსკის არავინ მოუსმინა, გეგმა გეგმად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის პალესტინას საკმაოდ მოკრძალებული შეთავაზებები ჰქონდა…

როცა ყველა ფაქტორი შენს წინააღმდეგ არის, უნდა მიმართო ბრძოლის იმ ტაქტიკას, რაზეც ხელი მიგიწვდება… “იცოდე ვინ არის მტერი შენი და ვინ ხარ შენ” [სან ცუ]

მე ბევრი ებრაელი მეგობარი მყავს, ზოგი ისრაელში ცხოვრობს, ზოგი არა, ვინც ისრაელშია ჯარშიც იყო და ისროლეს კიდეც….

ერთ-ერთი გაბრაზებული ებრაელი ქალბატონი, ფეისბუქზე წერდა: “ეგენი [პალესტინელები] ხომ ხალხი არ არიან, უნდა ამოწყვიტო ყველა, შენ არ იცი შვილებს როგორ ზრდიან… როცა განგაში ირთვება, აღარ ვიცით როგორ გავიქცეთ თავშესაფარში… ალბათ შენი მეგობრები მდიდრები არიან… 5% რომელსაც ეს არ ეხებათ”….

ბევრი საგულისხმო ასპექტია ამ ნათქვამში, პირველი ის რომ ადამიანია და ყველას კარგად გვესმის, რა რთულია მუდმივი საფრთხის შეგრძნება… მეორე – ქალბატონს ასეთ მდგომარეობაში სრულიად დეჰუმანიზებულია, როდესაც ვუთხარი, რომ პალესტინის მხარეს 10 ჯერ მეტი ადამიანი იხოცება მეთქი – “ეგენი ადამიანები არ არიან, სულ უნდა ამოხოცოო.”  მესამე და მთავარი ჩემთვის არის  იმ 5% ის ხაზგასმა, რომელსაც ეს ყველაფერი არ ეხება…. ეს ის ხალხია [ელიტა] ვინც რეალური სამიზნეა ტერორისტებისთვის ( და როგორც ზემოთ მოგახსენეთ ხელი არ მიუწვდებათ) და რომელსაც  გააფთრებით იცავს ებრაული ჯარი….

პალესტინური ტერორიზმის დისკურსის ბოლოდროინდელი გააქტიურება, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ისრაელის ანტიირანული დისკურსის გააქტიურებას, რამდენიმე დღის წინ, ებრაულმა მხარემ ისიც კი განაცხადა, რომ პალესტინიდან გამოსროლილი რაკეტები ირანული წარმოებისაა…

არ ვიცი, ეს კამპანია სადამდე მივა, მაგრამ სულ მაქვს იმის შეგრძნება რომ ისრაელს, თუ სურდა ამ კონფლიქტის გადაწყვეტა გადაწყვეტდა… არც ისრაელის არმიაა ჰამასი და არც პალესტინის თავდაცვაა ამერიკული სისტემებით შეიარაღებული… ისრაელს მიუწვდება ხელი პალესტინის ‘ტერორისტულ’ ელიტაზე, რატომ ბომბავს ხალხს???

სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში

In Uncategorized on November 15, 2012 at 10:03 pm

ლაშა მარკოზაშვილი

საზოგადოებრივი ურთიერთობები, დამოკიდებულებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის, პროფესიული კავშირები, მოქალაქეობრივი თანამშრომლობა, ქვეყნის სტაბილურობისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას გარკვეული დამოკიდებულებების იერარქია, რომლის სათავეშიც ხშირ შემთხვევაში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები მოექცევა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.
თუმცა, იმისათვის რომ გავაანალიზოთ სამხედრო სამოქალაქო-ურთიერთობების რამდენიმე ასპექტი, ბუნებრივია, დაგვჭირდება განვსაზღვროთ ის სივრცე, რომელშიც აღნიშნული კავშირები ხორციელდება, ასევე თითოეული ობიექტის, როგორც სისტემის შემადგენელი ნაწილის როლი თავად ამ სისტემის ფუნქციონირებაში.
თუ პოლიტიკურ სისტემას განვიხილავთ როგორც „მიწოდების“ – „გამოშვებად“
(input-output) “გარდამქნელ” მანქანას, აღნიშნული მანქანის მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების შემთხვევაში სამხედრო სექტორს გამოიყენებს როგორც ხელსაწყოს მოქალაქეებისაგან დადებითი „უკუკავშირის“ (feedback) მისაღებად1. ერთი შეხედვით მარტივი, ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი მექანიზმი, დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ output-ი არ აღმოჩნდება ის, რასაც
ჩივილებისა თუ საჭიროებების მიწოდების შემდეგ, საზოგადოება ელოდა. რა არის input -ის არასწორი გარდაქმნის (conversion) მიზეზი? ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა, ზოგჯერ სცილდება სისტემის ფარგლებს და გარკვეული ჯგუფების პირადი ინტერესების განხორციელების ბერკეტი ხდება, საკუთარი ინტერესების გატარება კი, ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტიტუტის გარეშე, როგორიც არმიაა, წარმოუდგენელია, როგორც ჰაროლდ ლასველი აღნიშნავს: “ომის შიში შეიძლება გახდეს მიზეზი სამხედროთა
და პოლიციის გავლენის ზრდისა და ე.წ გარნიზონ-სახელმწიფოს წარმოშობისა.2


“ ამ დროს ხდება „მოქალაქეების მილიტარიზება და სამხედროთა პოლიტიზირება,“3   „უსაფრთხოებისათვის მოწოდებული ინსტიტუტები, შესაძლოა თავად იქნენ აღქმული საფრთხედ.“4

რაც თავისთავად აისახება feedback-ში, ანუ, ხელისუფლება დაკარგავს
ლეგიტიმაციას, შესაბამისად მცირეა იმის შანსი რომ სტაბილურობა, თუნდაც სასტიკი კონტროლის მექანიზმების პირობებში, დიდი ხნით შენარჩუნდეს.
არმიას, როგორც ინსტიტუტს, საკუთარი ინტერესები გააჩნია, ეს ბუნებრივია. თუ სამოქალაქო კონტროლის სისტემა სამხედრო სეგმენტზე, არ იწვევს არანაირ უკმაყოფილებას სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის, არმიის ინტერესები და ეროვნულ-პოლიტიკური სტრატეგია, სრულ თანხვედაშია ერთმანეთთან, მაგრამ თუ „სამხედროს, როგორც ბიუროკრატიულ ინსტიტუტს, რაიმე დაემუქრა, იგი აუცილებლად ჩაერევა პოლიტიკაში.”5

„სამხედროს შეიძლია დაანგრიოს სახელმწიფო აპარატი, და გაანადგუროს საკუთარი სტრუქტურაც კი, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება“6– აღნიშნავს ჰენრი ბიენენი.
სამხედრო სექტორის მმართველობის სტრუქტურებთან დისტანცირება, ჯერ კიდევ სუნ ძის ნააზრევში შეიძლება ამოვიკითხოთ, თანამედროვე მკვლევარებიც მართალია, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც ეხებიან ამ თემას. 1953 წლის როკფელერის კომიტეტის მუშაობა, რომლის მიზანი, აშშ-ს თავდაცვის სისტემის ორგანიზება და „მაქსიმუმი უსაფრთხოების, მინიმალურ ფასად მიღება“ იყო აქვეყნებს შემდეგ დასკვნას: „მიზანი უნდა იქნას მიღწეული, ჩვენი თავისუფალი ინსტიტუტების, ჩვენი ფუნდამენტური სამოქალაქო მართვის პრინციპების შენარჩუნებითა და დაცვით სრული გასამხედროვებისგან.“7


მოცემული ფაქტი ცხადჰყოფს რომ ამერიკის თავდაცვის სისტემას შეეძლო „გადაეტანა“ სამხედრო სექტორში უფორმო მოქალაქეების დიდი რაოდენობით შეჭრა, თუმცა რამდენად შეეგუებოდა, სხვა, ნაკლებად მოდერნული არმია გარე ძალების ასეთ ჩარევას რთული სათქმელია.
სემუელ ჰანტინგტონის მოსაზრება, არმიის სრულ დისტანცირებაზე ჰიპოთეტურ დონეზე მართლაც შეიძლება განხორციელდეს, იდეალურად მოქმედ სისტემაში, სადაც უკვე არის მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ჯარისკაცებს გაცნობიერებული აქვთ ის ღირებულებები, რაზეც დგას მთლიანად საზოგადოება, ხოლო მათი პროფესიონალიზმის დონე შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არმიის გამართული ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი, თუმცა არმიის სამოქალაქო
საქმეებში ჩარევა, მხოლოდ მისი, როგორც ინსტიტუტის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რადგან როგორც ფინერი აღნიშნავს:“ სამხედროს პოლიტიკაში ჩარევა, შეიძლება თავად ხელისუფლებამ უბრძანოს, ბრძანების შესრულება კი მისი ვალია.“8


აქვე შეიძლება დაისვას შეკითხვა, უნდა დაემორჩილოს თუ არა პროგრესულად მოაზროვნე გენერალიტეტი, კორუმპირებულ,ავტორიტარული და ცალსახად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას? როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში განისაზღვროს ჯარისკაცის პროფესიონალიზმი? უნდა დააყენოს თუ არა მთავარსარდლის (პოლიტიკური ფიგურის) პირადი ინტერესები, მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებზე წინ? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხს ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს, თუმცა უკვე მომხდარი მოვლენების შედეგები უკეთ გაგვცემენ პასუხს: 1980-1983 წლებში თურქეთის სათავეში მოვიდა სამხედრო ხელისუფლება და დაასრულა ხანგრძლივი არეულობა, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სექტორებში, რამდენიმე წლიანი მმართველობის შემდეგ „თურქეთის ინდუსტრიალისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ (TUSIAD) თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული ორგანიზაცია შედგებოდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც აფინანსებდნენ სამხედრო ძალებს, ხოლო სანაცვლოდ იღებდნენ ეკონომიკური რეფორმების გატარების უფლებას.) მოხდა ეკონომიკის გადახალისება და სტაბილურობის მიღწევა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიზაციის პროცესს ქვეყანაში,აღნიშნული მოქმედების წყალობით „თურქეთმა მიუსწრო გლობალიზაციის მატარებელს.“9

სრულიად საპირისპირო მაგალითი გვაქვს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ლიდერების ინტერესებს დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება შეეწირა. თავად განსაჯეთ როგორი იქნებოდა მსოფლიო, რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის „წმინდა სამება“: პარტია, არმია, სახელმწიფო.
10

მიუხედავად იმისა რომ, ჰანტინგტონის შეხედულება, არმიის პროფესიონალიზმისა, და მისი გაცალკევების შესახებ ცოტა „რომანტიკულია,“ შესაძლოა, არც იანოვიცის კონცეფცია (სამხედროთა დემოკრატიული განათლება) იყოს ცალსახა და დისკუსიის გარეშე მისაღები. როდესაც ვსაუბრობთ ჯარისკაცში დემოკრატიული ღირებულებების გაღვივებაზე,
უნდა გადავხედოდ იმ საზოგადოებას რომელსაც იგი ემსახურება, ბრუნდება იგი უქმეებზე ისეთ ოჯახში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები უნივერსალურ ფასეულობად მიაჩნიათ? არის მისი პროფესიონალიზმი იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს მიერ არჩეული მორალური კურსი, სამხედრო ეთიკას შეუსაბამოს? არის კი ყველა ფორმიანი სამხედრო? 4

ნიგერია, რომელიც ერთ დროს აფრიკის კონტინენტზე დემოკრატიზაციის პიონერად ითვლებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა გასამხედროებული შენაერთის ბრძოლის ველად იქცა, გარდა ტომობრივ-რელიგიური უთანხმოებისა, აშკარა იყო პირადი ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური დაპირისპირება.
„სტაბილური, დემოკრატიული პროცესი შეუძლებელია, სანამ სამხედრო ძალები ცდილობენ არჩეული ლიდერების მოშორებას, აუცილებელია კანონმდებლობით შეიზღუდოს ჯარის უფლებები, მრავალპარტიულობა ვერ იქნება სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლის გარანტი.“ 11
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვაფიქრებს: ხომ არ ჯობია პირველ რიგში სამხედროს პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე ვიზრუნოთ, (რათა სამხედრო, მორალური პრინციპები, ვიწრო ინტერესებზე მაღლა დაყენოს) ხოლო შემდგომ, მივაწოდოთ ის ღირებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს მას, უკეთ გაიაზროს ის მოვალეობები, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია (კორპორატიული იდენტობა და პროფესიონალიზმი12), იპოვნოს საკუთარი ადგილი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში.
საზოგადოება რომ ჯარში (საუკეთესო გაგებით) დარაჯს, უსაფრთხოების დამცველსა და მშვიდობის გარანტს ხედავს გასაგებია, მაგრამ რას ითხოვს არმია სანაცვლოდ? რა არის მისთვის საზოგადოება? – „სამხედრო ელის სამოქალაქო მხარდაჭერას – იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც როგორც თავად, ფსიქოლოგიურად მიიჩნევს, – იგი იღებს საკუთარი მოქალაქეებისათვის, მხარდაჭერა კი, პირველ რიგში, მის საქმეებში ჩაურევლობით გამოიხატება.”
13- აღნიშნავს გრეგორი ფოსტერი თავის სტატიაში.
ჯარის დისტანცირება პოლიტიკური საკითხებიდან, რასაკვირველია, აუცილებელია, მაგრამ, პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის მუდმივი, ინფორმაციის გაცვლა, სხვადასხვა სამოქალაქო ინსტიტუტთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანამედროვე საბრძოლო სისტემებში უკვე აქტიურად იყენებენ, ტრადიციული სამომხმარებლო მეცნიერების პროდუქტებს, შესაბამისად თანამედროვე არმიას უხდება არა მხოლოდ, მსოფლიოს
სამხედრო განვითარების ფერხულში ჩაბმა, არამედ სამომხმარებლო ინოვაციების მუდმივი შესწავლა, შემდგომი გამოყენებისათვის. შეიძლება კი სამხედრო ექიმის დისტანცირება, სამოქალაქო სამედიცინო საზოგადოებისგან?
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე მას-მედია, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში პრესა და რადიო. ადოლფ ჰიტლერი „მაინ კამპფ“-ში გულისტკივილით ყვება, რამდენად განსხვავდებოდა სამოქალაქო აზრი არმიაზე, ბრიტანეთსა და გერმანიაში, რამდენად დიდი იყო მხარდაჭერა ინგლისელი ჯარისკაცებისადმი, სამშობლოში და რამდენად მწირი იყო გერმანული საზოგადოების ინფორმირებულობა I მსოფლიო ომის დროს.
შიდა არეულობასა და საზოგადოების მოუმზადებლობას აბრალებდა გერმანელთა წარუმატებლობას ფრიდრიხ ებერტი, რომელიც მიიჩნევდა რომ არმია სახლში დაუმარცხებლად დაბრუნდა. ჰიტლერი კი დასძენს: „რომ არა აგიტაცია, რომელიც სამხედროებს ზურგიდან ურტყამდა, ხალხი ბოლო წამამდე დაუდგებოდა საკუთარ არმიას გვერდში“.


შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობების გაღვიძების საქმეში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედიამ, ჯერ სამოციან წლებში, ხოლო ბოლოს ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებდა პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებს და საკუთარ სამხედროებს მაქსიმალურად თანაუგრძნობდა საომარ ვითარებაში.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები შეიძლება კიდევ მრავალი კუთხით და
მრავალ დონესა თუ დისციპლინაში იქნას განხილული, მაგრამ ერთ სტატიაში შეუძლებელია, ალბათ, არც არის გამართლებული ყველა კუთხის გაანალიზება, ჰანტინგტონის, იანოვიცისა თუ სხვათა ნაშრომები, ვებერის იდეალური ტიპების გამოძახილი უფროა, ვიდრე პირდაპირი ფორმულა აღნიშნული ურთიერთობის რეგულაციისა, მოქალაქეებისა და ჯარსკაცების ურთიერთმიმართება, ყველა ქვეყნისა და კულტურისათვის ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ხოლო მიდგომების მოძიებისათვის აუცილებელია განხილული ნაშრომების ანალიზი, შემდგომი, სინთეზური დანერგვა პრაქტიკაში. ინფორმირებულობა დიდ წილად განაპირობებს სამხედროთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, უქმნის რა მოქალაქეებს სააზროვნო სივრცეს, ზოგადად თავდაცვაზე და არმიის უფლება-ვალდებულებებზე.
დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება გრძელვადიანი პროცესია, ხოლო სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები, როგორც უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ღირებულებათა სპექტრის შემადგენელი ნაწილი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ. 21
2. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.28
3. Gene M. Lyons – “The New Civil-Military Relations”, American Political Science Review,
vol. 55, No. 1 (Mar. 1961) pp. 53-63.
4. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.28
5. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.55
6. Henry Bienen – “Civil-military Relations in the Third World”, International Political
Science Review/Revenue international de science politique, Vol. 2, No. 3, pp. 363 -370.
7. Gene M. Lyons – “The New Civil-Military Relations”, American Political Science Review,
vol. 55, No. 1 (Mar. 1961) pp. 53-63. p 53
8. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.55
9. Ziya Oenis and Umut Turem – “Entrepreneurs, Democracy and Citizenship in Turkey,”
Comparative Politics, Vol. 34, No.4 pp. 439-456 p.443
10. Amos Perimutter and William M. LeoGrande – “The Party in Uniform: Toward a Theory of
Civil-Military Relations in Communist Political Systems,” The American Science Review.
Vol. 76, No. 4, pp. 778-789, p 778.
11. Jendayi Frazer – “Conceptualizing Civil-Military Relations during Democratic Transition,”
World Politics, Vol. 32, No. 4. pp. 553-576. p.39
12. Henry Bienen – “Civil-military Relations in the Third World”, International Political
Science Review/Revenue international de science politique, Vol. 2, No. 3, p. 367.
13. Gregory Foster – “Failed Expectations: The Crisis of Civil-Military relations in America,”
The Brookings Review, Vol. 15, No. 4 p. 47

From Britney Spears to Lady Gaga

In Uncategorized on November 8, 2012 at 2:47 am

Today i met a guy in the bus; he looked like from the monster land: Black manicure, white make up with spots around ayes, pear-sings on every possible part of body… He could hardly speak…
I had my headphones with and he asked what kind of music i listened. Bein’ sure that he was one of those black metal pals walking in the street and worshiping dark spirits, i answered that i listened  rock , but probably not as heavy as he did….  He looked  surprised, after a while shook his head and said: “Man, I hate that heavy shit.”  Finally i find our that he was a huge Lady Gaga fan….
When he jumped off the bus, thoughts went through my head….
As the time passes, i see the growing nihilism among people, it has raised up with a need to bring  apocalyptic streams in societal environment… Nice illustration for this is a transformation of the images/icons in pop music. 10 years ago, we had kind barbie like girls like Britney Spears and Christina Aguilera. Main PR trick for first one was manipulation with her virginity, so that the public could be caught up, with her teenage  pureness… She was successful people loved her…  Today nobody is annoyed with Lady Gaga monsters, horror stage that was somehow marginal decade ago, became a significant attribute for the modern pop music…
What are the reasons for it?
Mainly i would say that ‘horrorizing’ of the society is an outcome of the domestication of fear… Endless talks in media about potential threats, and how vulnerable  society is,  while stepping against: Pedophiles,  maniacs, natural catastrophes, wild animals etc… create need to respond in a way that seems to be appropriate from the context. For example, during hippie movement everyone was against war, so aggression accumulated in masses, did not go in horrors, but in drugs, and things that could make people feel that their lives  were better than  minute ago… their understanding of societal peace went wrong as well, but on another direction….  Hippies believed that they could change things and they did change…
Noam Chomsky in his book “What We Say Goes,” agrees with Howard Zinn saying that one of the greatest problems of modernity is a “Civil Obedience,”   on the one hand young people in the west are too law obedient to overcome normative limits of protesting, but on the other hand, they need to free up their inner negative energy. More people we have with feelings of hidden protest, more monstrous is our pop culture.