Jerald Newman

Archive for December, 2013|Monthly archive page

ჯასტინ ბიბერი, განგნამ სტაილი, ჟიჟეკი და ფოსტა

In Uncategorized on December 1, 2013 at 1:34 am

ჯასტინ ბიბერი, განგნამ სტაილი, ჟიჟეკი და კოკა-კოლა

 

ვიდეოში ბატონი ჟიჟეკი საუბრობს ‘განგნამ სტაილის’ ფენომენზე. ერთი რაღაც მომეწონდა  და დავეთანხმე რომ

შინაარსის პლანი არ არის გადამწყვეტი, მთავარია გადმოცემის ფორმა  და ფუნქცია რომელსაც ის [გადმოცემის ფორმა] ასრულებს.

ტრადიციულად, როცა იქმნებოდა კომუნიკაციის აქტი (ხელოვნება ხომ სოციალური ფენომენია) ხელოვანსა და პუბლიკას შორის, მიზანი [რომელსაც ავტორი ან აღწევდა, ან არა] იყო თავისი გზავნილი მიეტანა ადრესატამდე. ოღონდ ერთი პირობით, თუ ადრესატი გაეცნობოდა და შეიცნობდა (შეიძლება რაღაც ნახო და ვერ გაიგო; მაგალითად, უცხო ენაზე დაწერილი ტექსტი).

საფოსტო კომპანიებს აქვთ მომსახურება, რომლებიც შესრულებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიტანილ ამანათს, ხელს მოაწერს ადამიანი, რომლის სახელიც მითითებულია კონვერტზე [გამგზავნის მიერ]. ხელის მოწერისთანავე, ელექტრონულ სისტემაში აისახება, რომ ოპერაცია წარმატებით შესრულდა და გამგზავნს შეუძლია მშვიდად იყოს.

მსგავსი სურვილი აქვთ მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და ა.შ როდესაც ჯონ ლენონი მღეროდა მშვიდობასა და მსოფლიოს ახალ, მისთვის საოცნებო წესრიგზე, იქვე ტექსტში საუბრობდა იმ შესაძლო სასურველ შედეგებზე, რომლებიც სიმღერას უნდა მოეტანა:

You, you may say I’m a dreamer
But I’m not the only one
I hope someday you will join us
And the world will live as one

 

არსებობს მეორე სახის საფოსტო გზავნილები, რომლებიც არ საჭიროებენ არავითარ დადასტურებას [მიმღების], მეტიც შესაძლოა მათ საერთოდ არ ჰყავდეთ კონკრეტული ადრესატი. ასეთი მომსახურებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებსაც სურთ თავისი პროდუქტი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შესთავაზონ. [ყოველდღე, სახლში მოსულს, საფოსტო ყუთში ათეულობით გაურკვეველი შინაარსის ბუკლეტი მხვდება, რომლებსაც, როგორც წესი წაუკითხავად ვყრი].

ჟიჟეკი ამბობს რომ განგნამ სტაილს ხალხი ნახულობს იმიტომ რომ არის სისულელე, ანახებს სხვებს იმიტომ რომ არის სისულელე, მაგრამ ამავდროულად სხვებთან ერთად ამ სისულელისგან ქმნის  მილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქტს.  ეს დაახლოებით იგივეა, საფოსტო ყუთიდან ამოღებული ბუკლეტები მეზობლებთან შევიტანო და სათითაოდ განვიხილო, აღმოჩნდება ხალხი, რომლებსაც 1000 პროდუქტიდან, რაღაცის გასინჯვა მოუნდება.

ჯასტინ ბიბერის ერთ-ერთ ვიდეოს, უფრო მეტი ‘არმოწონება’ ჰქონდა, ვიდრე “მოწონება,” თუმცა რეალობა ის არის, რომ მილიონი ადამიანიდან მხოლოდ სამასიათასს მოსწონს, მაგრამ ყველა საუბრობს მასზე. რა ჯობია 10-მა კაცმა ნახოს და ხმები 3/7 ზე განაწილდეს, თუ 100 მა და 30/70?

უფრო გასაგები რომ იყოს, საყოფაცხოვრებო მაგალითს გამოვიყენებ. ვთქვათ არის ქვეყანა სადაც ცხოვრობს 3.5 მილიონი ადამიანი და სადაც ყველას უყვარს ვაშლი. ასევე წარმოვიდგინოთ ქვეყანა 100 000 მილიონი მოსახლეობით სადაც მხოლოდ 10% უყვარს ვაშლი, ხოლო დანარჩენს ეზიზღება. რომელ ქვეყანაში სჯობს გასაყიდადა ვაშლის შეტანა?

ამდენად, თანამედროვე პოპ ხელოვნების მიზანი ის კი არ არის, ვინმეს რამე გააგებინო, მთავარია ბევრმა ნახოს რასაც აკეთებ…

ისე, საფოსტო კომპანიებს კიდევ ერთი სერვისი აქვთ, რომლებიც ე.წ მკვდარ წერილებს (არარსებული ადრესატის, ან არასწორი მისამართის მქონე) უკან აბრუნებს. ჩემი დიდი სურვილია, კაცობრიობამ გამოიგონოს ისეთი ფილტრი, რომელიც ნაგვის უნებური რეკლამირებისგან დაგვიცავს.