Jerald Newman

Archive for July, 2013|Monthly archive page

მიმართვა ემიგრანტებს

In Uncategorized on July 20, 2013 at 10:39 pm

მიმართვა ემიგრანტებს

დავაკვირდი რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი სააკაშვილისადმი სიმპათიით არის განწყობილი, თავიდან მეგონა, რომ ეს ქართული სენია, გიყვარდეს ის, ვინც შენს ნათესავებს ცუდად ექცევა… მაგრამ არ ყოფილა ასე, ზოგადად სამშობლოს მოწყვეტილ ადამიანს, თურმე ახასიათებს იმ მოვლენების, თუ პიროვნებების შეყვარება, რომელთანაც თავის იდენტობას რაღაცნაირად უკავშირებს, ან რაც მის არსებობას სხვა სივრცეში, რამე ნიშნით ახასიათებს…
არგენტინაში გადახვეწილი ხორვატები, ყველაზე ნაციონალისტური ჯგუფი იყო, იმ ჯგუფებს შორის, რომელიც იუგოსლავიის ომში ერეოდა, ისეთი ხალხიც კი, რომელსაც ფეხი არ დაუდგამს საკუთარ მიწაზე, ფინანსურად, თუ სხვა სახით, ეხმარებოდა ნაციონალისტურ მოძრაობას… რატომ? იმიტომ რომ ამგვარად, საკუთარ კულტურულ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ; როდესაც ზაგრებში მცხოვრებლებს, სულაც არ უნდოდათ ომი, ემიგრანტები ცდილობდნენ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავებულიყო… სამხრეთ ამერიკელებს უყვარდათ გენერალი ფრანკო, ზოლჟენიცინს შეუყვარდა პუტინი…
ამგვარად, საქართველოს მოშორებული ქართველი, თუ რამეს ქართულს ხედავდა, სააკაშვილის წინ და უკან სირბილი და დემოკრატიზაციის ძახილი იყო… „ეს სულ სიენენზეა, გუშინ ბიბისიზეც იყო, რა ოხერია, რა კარგად ლაპარაკობსო,“ ამერიკელებს შურთ რომ „ბუში ასეთი არ არისო“ ისეთი ინგლისური იცის, „საუბარში შორისდებულებს ადგილობრივივით ხმარობსო.“
უყურებენ გადაღებულ ვიდეორგოლებს ანაკლიაზე, ბათუმზე, სიღნაღზე, ამაყობენ ლაზიკის პროექტით, აშეარებენ ფეისბუქზე და ანახებენ ყველა უცხოელ მეგობარს… იმ დროს როცა სკაიპში შემოსული ოჯახის წევრი ეუბნება „აქ ყველაფერი კარგად არ არისო“ პასუხობენ, რას ქვია კარგად არ არის, ააყვავა ქვეყანაო… ყველა ხედავს ეკონომიკა წინ მიიწევსო…
მე მინდა ჩემს ძვირფას ქართველებს მივმართო, რომლებიც ისე დაბრმავებულან, საკუთარი მოგონილი ზღაპარი, სინამდვილედ უქცევიათ… ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობელ ქვეყანაში ჩასულებმა თავი უცხოებად იგრძნოთ, ნუ გეყვარებათ ტელევიზორიდან შემოჩეჩებული გმირები, ოჯახი სწევრებზე მეტად…. ჯობია რობაქიძესავით, ქართული ცეკვის ანსამბლებს ელოდოთ და კონცერტები ცრემლიანი თვალებით დატოვოთ, ვიდრე ჰალსტუხი ჭამია პარაზიტების ტაშის დაკვრით, თავადვე იქცეთ პარაზიტებად და ბოროტების წამხალისებლებად…