ხშირად გაგვიგია, ახლაც და წინა ხელისუფლების პირობებშიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს შერჩევითი სამართალი, ანუ თემიდის წყალობა დამოკიდებულია, იმაზე რამდენად ლოიალურია, ესა თუ ის ადამიანი, მმართველი გუნდისადმი…
თუ ვიტყვით რომ ჩვენი სისტემა ამ მანკიერებითაა შეპყრობილი, პროცესი არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების (ტოპ დაუნ), გარდა იმისა, რომ ხელისუფალი ექცევა სხვადასხვანაირად, სახვადასხვა მსოფლმხედველობის მოქალაქეებს, მოქალაქეებიც შერჩევითობის პრინციპით უდგებიან სამთავრობო სამართალს….
ამ ტექსტის დაწერა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა, უფრო სწორად საზოგადოების რეაქციამ ამ მოვლენებზე…
პოლიტიკურ ელიტაში კომედიური არგუმენტების გაცვლა მიმდინარეობს როგორც ჩემმა მეგობარმა ფეისბუქის პოსტში დაწერა, ახლანდელი ხელისუფლება წინას, დაჭერების მეთოდების მსგავსებას ახსენებს… რაც ორ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს:
- პირველი- ხელისუფლება თავს იმართლებს,
- მეორე – ხელისუფლება თავს იმართლებს ცუდად; ნახევრად სირაქლემას პოზით და ფეოდალური ანგარიშგების პათოსით…
ცხარია ამ ყველაფერს, მოჰყვება საზოგადოების რეაქცია, სოციალურ სივრცეში, ასე თუ ისე შეიძლება იმის გარკვევა, რას ფიქრობს ხალხი, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ ‘ჭკუა უნდად მოეკითხებოდეს.’
დავიწყებ ორიოდე მაგალითით ე.წ ლიბერალური ფრთიდან,
ნინო ჯანგირაშვილი:
“ვუცხადებ სოლიდარობას ჩემს კოლეგას, ნიკა გვარამიას. მოვითხოვ, დაუმატეთ კიდევ ერთი მილიონი დოლარი ანგარიშზე ან ქეშად. თუ თელასმა, ხრამჰეს1–მა, ხრამჰეს2–მა, და მტკვარი ენერგეტიკმა გადახდაზე უარი თქვეს, ბიუჯეტიდან იყოს, ჯანდაბას, ოღონდ თავისუფალი მედია არ დაიჩაგროს!”
ლექსო მაჭავარიანი
თბილისი, საქართველი, მთავარი ოპოზიციური არხის, რუსთავი 2-ის დირექტორი დაპატიმრებულია ივანიშვილის მთავრობის მიერ...
(Tbilisi, Georgia: Director of main opposition TV Channel Rustavi 2 Nika Gvaramia arrested by Ivanishvili’s government.)
ერთიც და მეორე განცხადებაც, აქცენტს აკეთებს იმაზე რომ მედიის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს… მეც ვეთანხმები, მაგრამ როგორც მაჭავარიანს, ისე ჯანგირაშვილს ალბათ გამორჩათ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება ყოველთვის ‘მთავარი ოპოზიციური არხის’ დირექტორი არ იყო…თანაც, არამგონია მედიისთვის თავის შეფარება (ამ შემთხვევაში გვარამიას არ ვგულისხმობ), ინდულგენცია უნდა იყოს წარსული ცოდვებისთვის… გვარამიას დაპატიმრებით (რასაკვირველია თუ ის დამნაშავეა) ნამდვილად არ დასრულდება რუსთავი 2-ის ცხოვრება…
ეს ორი აზრი იმიტომ არ მოვიტანე, რომ ავტორებისადმი სიმპათიით, ან ანტიპათიით ვარ განწყობილი, უბრალოდ საზოგადოების ‘მსგავსი ნაწილისთვის’ მეტნაკლებად რეპრეზენტატულად მივიჩნიე…
შემდეგი საზოგადოებრივი კატეგორია ისეთია, ვისაც კარგად აქვს დაჯერებული მითი ვესტერნიზაციასა და დემოკრატიზაციაზე, მართალია ამ ნაწილისთვის კონკრეტული ციტატები არ მაქვს, არც ის შემიძლია ვთქვა, ასე საზოგადოების რა ნაწილია განწყობილი, მაგრამ იდეა დაახლოებით ასე ჟღერს: “ამდენი ხალხის დაჭერა კარგი არ არის დემოკრატიისთვის, რას იფიქრებს დასავლეთი, ბიძინა დიქტატურისკენ მიგვაქანებს, იკეტება ჩვენი კარი, ნატოსა და ევრო კავშირში.”
ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ იმის გამო რომ დამნაშავე ბევრია, მართლმსაჯულება თვალს ვერ დახუჭავს… სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად ხდება დაკავებები… თუ ადამიანს უდანაშაულობის პრეზუმცია იცავს, არსებობს მეორე მხარეც, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებული, ისევე შეიძლება იყოს დამნაშავე, როგორც უდანაშაულო.. სასამართლოს გარეშე, იმის მტკიცება, რომ ვიღაც არ იმსახურებს სასჯელს, არასერიოზულად მიმაჩნია… დაველოდოთ ორივე მხარის არგუმენტებს და მერე გავაპროტესტოთ…..
მესამე კატეგორია, ე.წ მიშისტების კატეგორიაა (არ მიყვარს ‘ისტების’ და ‘იზმების’ ხმარება მაგრამ სხვა სახელი ვერ ვნახე), რომლებსაც იმდენად აქვთ შესისხლხორცებული აზრი, რომ მიშა თავის გუნდთან ერთად ‘მაგარია’, ვერ ხვდებიან რა არის კორუმპირებული ჩინოვნიკითვის მხარდაჭერის გამოცხადება (კონკრეტულად არავის ვგულისხმობ). თავადაც რომ დარწმუნდნენ ‘თავისიანის’ ბრალეულობაში და იმაში რომ ბრალდებულმა რამდენიმე მილიონი ლარი ჩაიჯიბა ბიუჯეტიდან,საზოგადოების ეს კატეგორია , მზად არის ნებისმიერ ფასად დაიცვას დამნაშავე… არადა, საოცარია, როგორ შეიძლება იმ ადამიანს დაუდგე გვერდით, რომელმაც ჯიბიდან ფული ამოგაცალა…
მეოთხე კატეგორია, რადიკალური ‘მეოცნებეები’ არიან, ისინი მოითხოვენ დაიჭირონ ყველა, თანაც ამ ყველას სასამართლოს გარეშე აცხადებენ დამნაშავეებად…
ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ტიპის ადამიანების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მე შემიძია ვთქვა, რომ ის რაც საქართველოში ხდება წლების მანძილზე, არა მხოლოდ მთავრობების სიცუდის ბრალია; ამაში საზოგადოების შერჩევითობის პოლიტიკასაც დიდი წვლილი მიუძღვის… მიშისტისთვის მიუღებელია რასაც ბიძინა აკეთებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ იგივე ქმედებებზე ნაციონალურ მოძრაობას ტაშ უკრავდა, იგივე შეიძლება ითქვას “რადიკალურ მეოცნებეებზე.” ამდენად დღევანდელი ხელისუფლების პასუხი, ოპოზიციის კრიტიკაზე: “თქვენც ასე არ იქცევოდითო?” სრულიად შეესაბამება იმ არაადექვატურ იმპულსებს, რომლებიც საზოგადოებიდან მოდის… ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, ე.წ ‘საკუთარი სიმართლის’ ქონაა, არადა, სიმართლე ერთია….