ნოსტრადამუსმა თქვა –
მერე რა-
თუნდაც არ ეთქვა,
მომავალი მოვიდოდა,
მიუხედავად მის ლაყბობის სიმთვრალეზე, ქრისტეზე და
ბებერ სიგიზმუნდაზე.
ნოსტრადამუსმა ააშენა სახლი,
მერე რა-
არ აეშენებინა,
იცხოვრებდა სადმე, ვერაზე, ვაკეში და ანაც
ნახალოვკაში.
ნოსტრადამუსმა გადაწყვიტა გამხდარიყო ნინძა,
მერე რა-
არ გამხდარიყო,
გახდებოდა გივი, აკაკი, ან ჩოხიანი ვასაძე
გეი რაინდი.
ნოსტრადამუსმა გადაწყვიტა დაიკიდოს ფეხებზე,
მერე ვინ-
ყველა, შენც, მეც, ბებიაც, ილიკოც და
ილარიონიც.
ნოსტრადამუსმა თქვა,
მერე რა-
ამ ჩემს ფეხებს, იყოს ეგეც განდი, შტირლიცი, ანაც
შვაინშტაიგერი…
არ გაატრაკეს იბიომატ,
თქვა ნოსტრადამუსმა.